FM97.5 / LIVE

'რომელიმე რელიგია უპირატეს მდგომარეობაში არ უნდა იყოს'– ტარიელ ნაკაიძე

მთავარისიახლე, პოლიტიკა 14.03.2019
ქართველ მუსლიმთა კავშირის“ დამფუძნებლის, ტარიელ ნაკაიძის შეფასებით, დისკრიმინაციულია ირაკლი სესიაშვილის მიერ შეთავაზებული კანონპროექტი, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით ვეღარ ისარგებლებენ.

'რომელიმე რელიგია უპირატეს მდგომარეობაში არ უნდა იყოს'– ტარიელ ნაკაიძე

ამის შესახებ ნაკაიძემ ნეტგაზეთთან ისაუბრა.

სესიაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტით, ჯარისგან თავის დაღწევას მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდლები შეძლებენ. ნეტგაზეთთან საუბრისას ნაკაიძე ამბობს, რომ სეკულარულ სახელმწიფოში რომელიმე რელიგია უპირატესი არ უნდა იყოს.

“რომელიმე რელიგია სეკულარულ, დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომელსაც ვფიქრობ, რომ ვაშენებთ, უპირატეს მდგომარეობაში არ უნდა იყოს. დისკრიმინიციული მიდგომა იქნება, თუ რომელიმე რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელს ექნება უფლება, არ წავიდეს სავალდებულო სამხედრო სამასახურში, ხოლო დანარჩენები ჯარში გაიწვიონ. ყველამ ერთი და იგივე პირობებით უნდა ისარგებლოს. ეს თემა ჩვენთვის დღეს გახდა ცნობილი და ამ საკითხზე რელიგიათა საბჭოში ვიმსჯელებთ და ერთობლივ განცხადებასაც გავავრცელებთ,” - აცხადებს ტარიელ ნაკაიძე.

მისივე თმით, თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის წარმოდგენილ კანონპროექტს, არ არის გამორიცხული, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ.

საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, არამართლმადიდებელი მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით ვეღარ ისარგებლებენ. ინიციატივა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს ეკუთვნის.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘უმცირესობა რომ ვართ, ამიტომ უნდა დავიჩაგროთ?!’– სასულიერო პირები ჯარში გაწვევაზე
არამართლმადიდებელ მღვდელმსახურებს შესაძლოა ჯარში წასვლა მოუწიოთ
საპატრიარქო ჯარში გაწვევის კანონპროექტზე სესიაშვილის ინიციატივას მხარს უჭერს
კოალიცია თანასწორობისთვის – 'სესიაშვილის ინიციატივა დისკრიმინაციულია'
სესიაშვილი თავისი კანონპროექტის განხილვის გადადებას ითხოვს
ახალი ამბები – 14 მარტი [Audio]
ტარიელ ნაკაიძე: გამოდის, ყველა მინარეთი უნდა მოინგრეს