FM97.5 / LIVE

ტარიელ ნაკაიძე შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდებს

მთავარისაზოგადოება 27.08.2013
ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარემ ტარიელ ნაკაიძემ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოსთან შეკრებილებს დაშლისკენ და დედაქალაქში გადანაცვლებისკენ მოუწოდა

ტარიელ ნაკაიძე შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდებს
ნაკაიძის თქმით, ჭელის მინარეთის დემონტაჟი საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ამიტომ, მან მუსლიმებს მოუწოდა თბილისში დაგეგმილ აქციებს შეუერთდნენ და მომხდარზე პასუხი ხელისუფლებას მოჰკითხონ.

"სჯობს წავიდეთ თბილისში, სადაც სავარაუდოდ ეს საკითხი გადაწყდა. ჭელაში მომხდარი ამ ხელისუფლებას უნდა მოვკითხოთ", - განაცხადა ნაკაიძემ.

ჭელაში მცხოვრები ოთარ გორგაძე ამბობს, რომ თბილისში აუცილებლად წავა.

"ჩვენ მოვისმინეთ თეა წულუკიანის განცხადება, რომელშიც ის ამბობს, რომ მინარეთების საკითხი უნდა გადაიხედოს. ჩავალთ თბილისში და მოვითხოვთ პასუხს. ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ დაპირებების შესრულება", - განაცხადა გორგაძემ.

სამმართველოსთან ამ დროისთვის მუსლიმები ისევ რჩებიან. მათ ფულის შეგროვება დაიწყეს. "სამხრეთის კარბჭესტან" საუბარში ამბობენ, რომ შეგროვილი თანხით საწვავს შეიძენენ და დედაქალაქში გემგზავრებიან.

"გზაში სხვა რეგიონებიდანაც შემოგვიერთდებიან და გზაშივე გადავწყვეტთ თბილისში სად გავმართავთ აქციებს", - ამბობს სოფელ კეხოვანის მკვიდრი ნუგზარ დიმიტრაძე.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჭელაში მომხდარს დღეს კანცელარიასთან გააპროტესტებენ
მუსლიმები ჭელაში ჯემალ პაქსაძეს ელოდებიან
ტარიელ ნაკაიძე: ჭელაში მინარეთი აუცილებლად უნდა აღდგეს
ტარიელ ნაკაიძე: გამოდის, ყველა მინარეთი უნდა მოინგრეს
ტარიელ ნაკაიძე: ჭელის მცხოვრებლები პოლიციამ დააშინა
აქციის მონაწილეები შეთანხმდნენ, არ დაუშვან მინარეთის ჭელაში დაბრუნება
ჭელაში დაკავებულები ისევ სამმართველოში რჩებიან