FM97.5 / LIVE

გაგრძელდება თუ არა ახალციხეში სასტუმრო ’ტბის’ მშენებლობა

მთავარიეკონომიკა 12.06.2013
ახალციხეში ხელოვნურ ტბასთან სასტუმროს მშენებლობა რამდენიმე თვეა რაც შეჩერდა. ადგილობრივ თვითმმართველობაში არც მშენებლობის შეჩერების მიზეზი და არც მისი განახლების თარიღის შესახებ იციან

გაგრძელდება თუ არა ახალციხეში სასტუმრო ’ტბის’ მშენებლობა
ახალქალაქის გზატკეცილზე სასტუმროს ორი სართული მაშინ აშენდა, როცა ქალაქში მშენებლობების ბუმი დაიწყო. გასულ წელს, არჩევნებამდე ინვესტორი აქ შვიდსართულიან სასტუმროს აშენებდა.

”მშენებლობა რატომ შეჩერდა არ ვიცით, ეს კერძო ინვესტიციაა და არ გვაქვს უფლება მშენებლობის დასრულების ვადის ამოწურვამდე რაიმეში ჩავერიოთ”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი თენგიზ ზედგინიძე.

მშენებელ კომპანიას მშენებლობის ნებართვა 2013 წლის 30 დეკემბრამდე აქვს.

’ჯერ ჩვენ ვერანაირ რეაგირებას ვერ მოვახდენთ. ის თუ რამდენად ჩაეტევიან გაწერილ ვადებში ეგ სხვა საკითხია. თუ ვერ მოასწრებენ ალბათ შეგვეხმიანებიან, თუ არადა ჩვენ გავუგზავნით წერილს და ვკითხავთ, რას აპირებენ გაგრძელდება თუ არა მშენებლობა. ასე მიტოვება უხერხულია’, - აცხადებს ზედგინიძე.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებმა პროექტში ცვლილების შეტანა მოითხოვონ.

’თუ იმ სახით აპირებენ მშენებლობის დასრულებას, როგორც ეს პრეოქტითაა წარმოდგენილი ალბათ მშენებლობის ნებართვის გაგრძელებას მოითხოვენ, ან მშენებლობის კონსერვაცია მოხდება’, - ამბობს ზედგინიძე.

სასტუმრო 5 550 კვ.მ ფართობზე შენდება და მასში 70 ოთახი განთავსდება.

იმის გასარკვევად, თუ რატომ შეჩერდა მშენებლობა და იგეგმება თუ არა კვლავ სასტუმროს სამუშაოს განახლება ”სამხრეთის კარიბჭე” მშენებლ კომპანიას ”EBM GENERAL”- ს დაუკავშირდა. როგორც აღნიშნულ კომპანიაში დაგვპირდნენ ”სამხრეთის კარიბჭის” კითხვებს ხვალ უპასუხებენ.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ნიალა’ ვარძიაში სასტუმროს მშენებლობას აღარ აპირებს
სოფელ არალში სკოლის მშენებლობა დროებით შეჩერდა
ზაფხულიდან აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობა დაიწყება
საბარგო სადგურზე გზის მშენებლობის დასრულების ვადა დღეს იწურება
საბარგო სადგურზე გზის მშენებლობა დასრულდა
ქალაქში მიმდინარე მშენებლობებს აუდიტი შეისწავლის
დერცელი–კიკიბოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა შეჩერდა