FM97.5 / LIVE

გევორქიანები დაზიანებული წყლის მილის შეკეთებას ითხოვენ

მთავარისაზოგადოება 09.10.2013
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე სასმელი წყლის ცენტრალური მილია დაზიანებული, რის გამოც ამავე ქუჩაზე N88-ში მცხოვრები გევორქიანების ეზო წყლით იტბორება.

გევორქიანები დაზიანებული წყლის მილის შეკეთებას ითხოვენ
სასმელი წყლის ცენტრალური მილი, რომელიც უკვე ორ კვირაზე მეტია დაზიანებულია, ასპინძის ქუჩის ჩასახვევთან მდებარე ხიდის ქვეშ გადის. ხიდის გვერდზე მარტოხელა პენსიონერი დები ასია და ევგენია გევორქიანები ცხოვრობენ. მათი თქმით, სასმელი წყლის მილი 21 სექტემბერს დაზიანდა, მას მერე წყალი შეუჩერებლად გადმოდის. წყლის ნაკადი კი განსაკუთრებით მაშინ მატულობს, როცა ქალაქს სასმელი წყალი მიეწოდება.

"წყალი გრაფიკით მოდის, დილის რვა საათიდან პირველ საათამდე, საღამოს კი ხუთიდან რვა საათამდე. ეზოში გადმოდის და მთლიანად ტბორავს. სველდება კედელიც, ცოტა ხანში სულ ჩამოიშლება“, - ამბობს ასია გევორქნიანი.

დაზიანებული მილიდან გადმოსულმა წყლის ნაკადმა დააზიანა საკანალიზაციო ჭაზე დაფარებული სახურავიც, რომელიც ფიცრებისგანაა შეკრული და გევორქიანებმა საკუთარი ხარჯით გააკეთეს.

"კანალიზაციის სუნი ამოდიოდა, ამიტომ ფიცრები ვიყიდეთ და დავაფარეთ, რამდენიმე დღის წინ კი წყალმა სულ ჩაამტვრია. ახლა ამ ყველაფერს კანალიზაციის სუნი და წყალიც ემატება“, - ამბობს ევგენია გევორქიანი.

ორი კვირის წინ გევორქიანებმა დახმარებისთვის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს მიაკითხეს. თუმცა, გამგებელმა ისინი სხვა დროს დაიბარა.

"თბილისში მივდივარო და არ მიგვიღო, სხვა დროს მოდითო. ხვალ ვაპირებთ მისვლას და იმედი გვაქვს, რომ პრობლემას მალე მოგვიგვარებს“,-ამბობს ასია გევორქიანი.

რამდენიმე დღის წინ ასია გევორქიანი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალციხის სერვისცენტრის მენეჯერს გიორგი დალალიშვილსაც შეხვდა და მდგომარეობა გააცნო.

"დამპირდა, რომ მეორე დღესვე გამოაგზავნიდა ჯგუფს,რომლებიც დაზიანებულ მილს შეაკეთებდნენ, თუმცა ჯერ არავინ მოსულა“,-ამბობს იგი.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალციხის სერვისცენტრში ამბობენ, რომ დაზიანებული მილის შესაკეთებლად აუცილებელია ასფალტის ამოჭრა.

"ჯერ ამას ვერ გავაკეთებთ, რადგან ქალაქში ბევრი ავარიებია, ასფალტი რომ ამოიჭრას, ამისთვის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან შესაბამისი ნებართვა გვჭირდება. თუმცა, ამ ეტაპზე ნებართვებს სხვა ქუჩებზე ველოდებით. როგორც კი აღნიშნულ ქუჩებზე დავასრულებთ ავარიების აღმოფხვრას, რუსთაველზეც მოვითხოვთ ნებართვას და პრობლემას მალე მოვაგვარებთ", - ამბობს გიორგი დალალიშვილი.

გევორქიანები ამბობენ, რომ პრობლემა რაც შეიძლება მალე უნდა მოგვარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში დაზიანებული მილიდან გადმოსული წყალი სარდაფშიც ჩავა და ისედაც ავარიულ სახლს კიდევ უფრო დააზიანებს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში  სასმელი წყლის დაზიანებული მილი ხანძთელის ქუჩას ტბორავს
ახალციხეში რუსთაველის ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება
ორბელიანის ქუჩაზე სასმელი წყლის მილი დაზიანდა
რატომ ეშინიათ დაზიანებული წყლის მილის ხაშურის ქუჩაზე მცხოვრებლებს?
თამარაშვილისა და ასპინძის ქუჩებს სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება
მეექვსე დღეა სოფელ ხევაშენის მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება
ახალციხეში 8 ქუჩას წყალი შეუწყდა - დაზიანებულია სასმელი წყლის ცენტრალური მილი