FM97.5 / LIVE

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმზე სამცხე–ჯავახეთის პედაგოგები და დირექტორი დააჯილდოვეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.05.2017
წლის საუკეთესო დირექტორი, წარმატებული პედაგოგი და საუკეთესო მეურვე, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმზე სამცხე–ჯავახეთიდან სამი პედაგოგი და ერთი დირექტორი სხვადასხვა ნომინაციებში დაჯილდოვდა.

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმზე სამცხე–ჯავახეთის პედაგოგები და დირექტორი დააჯილდოვეს
კონფერენციაზე სამცხე-ჯავახეთიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა “მზექა”-ს სამოქალაქო განათლების პედაგოგი, მზექალა კაპანაძე - სამცხე-ჯავახეთის რეგიონის წლის საუკეთესო ტიტულით დაჯილდოვდა. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი გურკელის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნინო მახათაძეს კი - რეგიონის წლის საუკეთესო მეურვედ დასახელდა, ხოლო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი არევიკ გაბრიელიან - რეგიონის წლის წარმატებული პედაგოგად გამოაცხადეს.

ფორუმზე დასახელდნენ წლის საუკეთესო დირექტორები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული სამოქალაქო განათლების პროგრამის განხორციელებისას, ეს ტიტული - ბორჯომის ივ. ჯავახიშვილის ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლის დირექტორს მარინა შაყულაშვილს ერგო. ბოლოს დაჯილდოვდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური კოორდინატორი ნინო ნადირაძე - რომელსაც გაწეული საქმიანობისათვის სერთიფიკატი გადაეცა.

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიური კონფერენცია-გამოფენა 13 მაისს გაიმართა. კონფერენციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორის მოადგილე ტომას მორისი და სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" დირექტორი მარინა უშვერიძე ესწრებოდნენ.

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმზე სამცხე–ჯავახეთის პედაგოგები და დირექტორი დააჯილდოვეს


[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პედაგოგთა კონფერენციის გამარჯვებულები სამცხე–ჯავახეთიდან
სამცხე–ჯავახეთში სამმა პედაგოგმა წლის საუკეთესო მასწავლებლის ჯილდო  მიიღო
საფეხური: წლის წარმატებული პედაგოგი [Audio]
სამცხე–ჯავახეთში სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამა იწყება
საფეხური: სამოქალაქო  განათლების პედაგოგთა ფორუმი [აუდიო]
სამოქალაქო განათლების პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის ბიბლიოთეკა გაიხსნა
ხვალ ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართება