FM97.5 / LIVE

დღეს მესხეთის თეატრში ორი სპექტაკლი გაიმართება

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.10.2019
დღეს, ექვს ოქტომბერს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრი ახალციხეში ორ სპექტაკლს გამართავს.

დღეს მესხეთის თეატრში ორი სპექტაკლი გაიმართება

ავთო ვარსიმაშვილის "ოდისეა" ათის წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი და იგი 16:00 საათზე დაიწყება.
სპექტაკლის ღირებულება სამი ლარია.

"ოდისეა" წარმოადგენს მულტიმედიურ, ექსპერიმენტულ პროექტს, რომელშიც გაერთიანებულა დრამატული თეატრის, ანიმაციისა და კინო ხერხები.

წარმოდგენას ლიტერატურულ საფუძვლად მითოლოგია უდევს - მოზარდებისთვის ადაპტირებული.

წარმოდგენას ორი მთავარი პერსონაჟი ჰყავს - "ხორციელი" ადამიანი, ყოველდღიური საზრუნავით დაღლილი, ერთი ჩვეულებრივი ოჯახის მამა და ანიმაციური გმირი - ოდისევსი, რომელიც ტროას ომის შემდეგ, შინ დაბრუნებას ამაოდ ცდილობს; ამ საქმეში მას სწორედ ადამიანის დახმარება სჭირდება.

დღესვე , 19:00 საათზე მაყურბელი მამუკა სალუქვაძის „სიმარტოვეს" ნახავს .

სპექტაკლში ნაჩვენებია ცოლ-ქმრული ცხოვრების გარკვეული მონაკვეთი; როდესაც ერთ დროს უსაზღვროდ შეყვარებული წყვილი ერთმანეთისთვის უცხო, უინტერესო ადამიანებად იქცევიან. როდის და რატომ კარგავენ ადამიანები ერთმანეთს? ნუთუ წლებთან ერთად სიყვარული სადღაც ქრება და რჩება მხოლოდ მოსაბეზრებელი, უფერული ყოველდღიურობა?! ასეთ მნიშვნელოვან, ბევრისთვის მტკივნეულ კითხვებს გაუჩენს მაყურებელს ეს წარმოდგენა.

სპექტაკლის რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილია.

ბილეთის ფასი – ხუთი ლარი.

სპექატკლები ეროვნული დრამატურიის ფესტივალის ფარგლებში იმართება.

დღეს მესხეთის თეატრში ორი სპექტაკლი გაიმართება

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ალი და ნინო’ - მესხეთის თეატრის სცენაზე
9 ოქტომბერს მესხეთის თეატრში სპექტაკლი 'კაცია ადამიანი?!' გაიმართება
„ნორა“– მესხეთის თეატრში პრემიერაა
მესხეთის თეატრი დღეს გორის თეატრს უმასპინძლებს
რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს
მესხეთის თეატრში პრემიერა გაიმართება
მესხეთის თეატრში პრემიერა ‘ზოოპარკის ისტორია’ გაიმართება