FM97.5 / LIVE

9 ოქტომბერს მესხეთის თეატრში სპექტაკლი 'კაცია ადამიანი?!' გაიმართება

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.10.2019
დღეს, ცხრა ოქტომბერს მესხეთის თეატრის სცენაზე მაყურებლის წინაშე წარსდგება თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი სპექტაკლით ი. ჭავჭავაძის „კაცია ადამიანი?!“

9 ოქტომბერს მესხეთის თეატრში სპექტაკლი 'კაცია ადამიანი?!' გაიმართება

„კაცია-ადამიანი?!“ არის სიყვარულზე, რომელსაც უნაყოფოდ გადაშენება უწერია, და მაინც სპექტაკლის გმირები წარმავალნი არიან, მათი სიყვარული კი მარადიული.

დამდგმელი რეჟისორი ლევან წულაძე მაყურებელს სთავაზობს მისთვის კარგად ნაცნობი ნაწარმოების სრულიად ახლებურ ვერსიას, რომლის მთავარი სათქმელი ეფუძნება ადამიანური ურთიერთობების ამაღლებულ, რომანტიზირებულ საბურველში შეფუთულ სიყვარულს, რომელიც სარეჟისორო კონცეფციის მამოძრავებელი ღერძია.

ბილეთის ფასი – ხუთი ლარია.

სპექატკლი ეროვნული დრამატურგიის ფესტივალის ფარგლებში იმართება.

10 ოქტომბერს მესხეთის თეატრი თბილისის მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრს უმასპინძლებს – ლაშა ბუღაძის „შვიდი პატარა პიესა“. რეჟ. ზურაბ გეწაძე;

11 ოქტომბერს კი რეჟისორ გიორგი შალუტაშვილის სპექტაკლი „მედეა ევრიპიდეს წინააღმდეგ“ გაიმართება.

ეროვნული დრამატურგიის V საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 13 სექტემბერს დაიწყო და 11 ოქტომბერს დასრულდება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი სპექტაკლს გამართავს
მესხეთის თეატრი დღეს გორის თეატრს უმასპინძლებს
ახალციხეში დრამატურგიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართება
რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს
ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე
რას ნახავთ ეროვნული დრამატურგიის V  თეატრალურ ფესტივალზე
მესხეთის თეატრში ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი გაიხსნა