FM97.5 / LIVE

მესხეთის თეატრში პრემიერა ‘ზოოპარკის ისტორია’ გაიმართება

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.11.2019
დღეს, 19 ნოემბერს მესხეთის თეატრის მცირე სცენაზე ახალციხელი მაყურებელი „ზოოპარკის ისტორიას“ ნახავს. პრემიერაზე 18 წლამდე პირები არ დაიშვებიან.

მესხეთის თეატრში პრემიერა ‘ზოოპარკის ისტორია’ გაიმართება

„ზოოპარკის ისტორია“ ედუარდ ოლბის პიესის მიხედვით, რეჟისორმა საბა ასლამაზიშვილმა დადგა, რომელშიც მესხეთის თეატრის ორი მსახიობი მონაწილეობს ანდრია ვაჭარიძე და ლექსო ჩემია.

„სპექტაკლი არის ორ მარტოსულ ადამიანზე, ერთს არ ჰყავს ოჯახი, მეორე კი დაოჯახებულია, თუმცა ორივე მარტო სულია და ორივეს აკლია სიყვარული. სწორედ ამიტომ, ისინი ხდებიან სიყვარულის მაძიებლები. ცდილობენ ერთმანეთთან ურთიერთობასა და საუბარში აღმოაჩინონ ყველაზე მთავარი გრძნობა რასაც სიყვარული ჰქვია. ერთი ფიზიკური, მეორე კი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია. მათი ურთიერთობა და შეხვედრა სრულდება, იმით, რომ ისინი აანალიზებენ თავიან ცხოვრებას, თავიანთ ყოფას და ძალადობას, რაც მათზე ხორციელდება და ცდილობენ, რომ ამ ძალადობის გააზრების შემდეგ მიაღწიონ თავისუფლებას", – განმარტავს სპექტაკლის რეჟისორი აბა ასლამაზიშვილი.

მესხეთის თეატრის გადაწყვეტილებით, სპექტაკლზე 18 წლამდე პირები არ დაიშვებიან.

„მეც ევთანხმები ამ გადაწყვეტილებას. პირველ რიგში იმიტომ, რომ თემა არის ძალადობა, მარტოობა, სიყვარულის ძიება, ფსიქლოგიური დრამაა. ასევეა ერთმანეთთან ლტოლვის ნიშნები, გამოყენებულია ქუჩური ტექსტები", – ამბობს რეჟისორი.

სპექტაკლი მესხეთის თეატრში 19, 20 და 21 ნოემბერს გაიმართება. დასაწყისი 19:00 საათი, ბილეთის ფასი ხუთი ლარია.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ზოოპარკის ისტორია’ – პრემიერა მესხეთის თეატრში
მესხეთის თეატრში პრემიერა გაიმართება
'ზამთარი მაგიდის ქვეშ' – მესხეთის თეატრში პრემიერაა
მესხეთის თეატრში "ძველმოდური კომედია" გაიმართება
„თუ ხვალინდელი დღე არ დადგება“- მესხეთის თეატრში პრემიერა გაიმართება
'გადაგდებული პორტრეტი' – პრემიერა მესხეთის თეატრში
მესხეთის თეატრში პრემიერა ‘რაც გინახავს,  ვეღარ ნახავ’ გაიმართება