FM97.5 / LIVE

მერაბ ბერიძეს ქართული კულტურის რაინდის წოდება მიანიჭეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.09.2019
„შოთაობის“ დღესასწაულზე, მეწრალთა კავშირმა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, მერაბ ბერიძეს ქართული კულტურის რაინდის წოდება მიანიჭა.

მერაბ ბერიძეს ქართული კულტურის რაინდის წოდება მიანიჭეს

მერაბ ბერიძეს რაინდის წოდება, მეცნიერების და კულტურის დარგში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭა.

„ძალიან მიშვნელოვანი დღე გახლავთ. ვერ გეტყვით რა მოვალოება მეკისრება მე ამ რაინდობიდან გამომინარე. რაინდი მე შუასაუკენეების ვიცი, რა იყო და ვინ იყო. პოეზიაში, ვეფხისტყაოსნის გმირები ვიცი ვინ იყვნენ და რანი ივნენ. აი დღეს, რა უნდ ვაკეთოთ ძალიან რთულია, მაგრამ უნდა ვაკეთოთ. უნდა ვიყოთ დღევანდელი დღის და დღევანდელი პოეზიის რაინდები, როგორც მოვახერხებთ, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება ისე", – განაცხადა სახალხო დღესასწაულზე მერაბ ბერიძემ.

ბერიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და ახალციხის უნვიერსიტეტის სრული პროფესორია. გამოქვეყნებული აქვს ასზე მეტი სამეცნიერო შრომა, მათ შორის მონოგრაფიები: “მესხეთის ტოპონიმთა სტრუქტურისა და ისტორიისათვის”( 2008), “მაჰმადიანი მესხების ფესვები და დღევანდელობა” ( 2009), “ტაძრები და სახელები” ( 2010) და სხვ. 1974-1990 წლებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში . 1990-2005 წლებში იყო თსუ ახალციხის ფილიალის დირექტორი. 2002 -2005 წლებში ხელმძღვანელობდა თსუ ჯავახეთის ფილიალს ახალქალაქში. 2012–დან 2018 წლამდე იყო სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.

მწერალთა კავშირმა 2015 წელს ქართული კულტურის რაინდის წოდება გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ რედაქტორს ავთანდილ ბერიძესაც მიანიჭა.

გასული წლების მსგავსად, წელსაც ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს. ამ კონკურსის დამფუძნებელი, გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ რედაქტორი ავთანდილ ბერიძეა.

„80–ზე მეტი მონაწილე იყო, 10 პრემია გავეცით. 12 წელია ვატარებთ, კონკურსის მთავარი მიზანია საუკეთესო პოეტური ქმნილებების გამოვლენა, ეს უნდა იყოს გამოუქვეყნებელი ლექსები. თემატიკა შეუზღუდავია", – განაცხადა ავთანდილ ბერიძემ.

[მარიამ ბარძიმაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘მესხეთის უნივერსიტეტის’ რედაქტორს სერგეი მესხის სახელობის პრემია მიანიჭეს
უნივერსიტეტის ჯილდო გაზეთ ‘მესხეთის უნივერსიტეტის’ რედაქტორს
„მესხეთის უნივერსიტეტის“ რედაქტორს საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება მიენიჭა
ახალციხეში გაზეთ ‘ლიტერატურული მესხეთის’ საიუბილეო საღამო გაიმართა
უნივერსიტეტში რექტორი შეიცვალა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რექტორი იცვლება
დღეს სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორს აირჩევენ