FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რექტორი იცვლება

მთავარისაზოგადოება » განათლება 04.12.2012
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორად მერაბ ბერიძე ინიშნება.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რექტორი იცვლება
მერაბ ბერიძე
ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭეს“ სანდო წყარომ აცნობა. თუმცა, არც უნივერსიტეტსა და არც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

„ამ ეტაპზე უკვე გაერთიანებულია ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კოლეჯი და იწოდება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტად. რექტორის მოვალეობის შემსრულებლად კი დანიშნულია ყოფილი ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი თინა გელაშვილი. რაც შეეხება სასწავლებლის რექტორს, შეიკრიბება საბჭო და აირჩევენ ახალ რექტორს“, - განუცხადა „სამხრეთის კარიბჭეს“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ დავით ზურაბიშვილმა.

მერაბ ბერიძე, რომელიც სასწავლებლის რექტორად მოიაზრება, 1990 - 2005 წლებში ყოფილი თსუ ახალციხის ფილიალის დირექტორი იყო, 2002 -2005 წლებში კი ხელმძღვანელობდა ყოფილ თსუ ჯავახეთის ფილიალს ახალქალაქში. ამჟამად იგი ყოფილი ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სრული პროფესორია.

„ვერაფერს დაგიდასტურებთ. მაცადეთ რამდენიმე დღე“, - გვითხრა მერაბ ბერიძემ სატელეფონო საუბარში.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რექტორი იცვლება პარალელურად, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორად ამჟამინდელი მოვალეობის შემსრულებლის თინა გელაშვილის დანიშვნის მოთხოვნით, უნივერსიტეტის სტუდენტთა ერთმა ჯგუფმა ორი საათის წინ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.


ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტებმა სალომე პაპიაშვილმა და ჯული დეკანოიძემ, უნივერსიტეტის მეორე სასწავლო კორპუსში დღეს 70-მდე ხელმოწერა შეაგროვეს. მათი მტკიცებით, ხელმოწერების შეგროვების იდეა მათ ეკუთვნით. თუმცა, ვერ გვეუბნებიან სად გააგზავნიან შეგროვილ ხელმოწერებს.

„იდეა მეგობრებს გაგვიჩნდა. ხვალაც გავაგრძელებთ. გვინდა, რომ თინა გელაშვილი დარჩეს რექტორად. სად მივიტანთ არ ვიცი, ალბათ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში“, - ამბობს სალომე.
მისივე თქმით, ხელმოწერების შეგროვება ხვალაც გაგრძელდება.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2012 წლის 1 ნოემბრიდან, ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კოლეჯის გაერთიანების შედეგად ჩამოყალობდა. რეორგანიზაციის საფუძველი საქართველოს მთავრობის 416-ე დადგენილება გახდა. დადგენილება 2012 წლის 3 ოქტომბერსაა მიღებული და მას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი აწერს ხელს.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რექტორი იცვლება

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

უნივერსიტეტში რექტორი შეიცვალა
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს რექტორი შეეცვალა
დღეს სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორს აირჩევენ
რას მოუტანს სტუდენტებს სამცხე-ჯავახეთის უმაღლესი სასწავლებლის შეცვლილი სტატუსი
უნივერსიტეტი  სამინისტროს  დირექტივებს ელოდება
ამოცანა პირველი - სტუნდენტების რაოდენობის გაზრდა

ახალქალაქში სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი გაიხსნა