FM97.5 / LIVE

უნივერსიტეტში რექტორი შეიცვალა

მთავარისაზოგადოება » განათლება 20.12.2012
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მერაბ ბერიძე დაინიშნა

უნივერსიტეტში რექტორი შეიცვალა
საქართველოს მთავრობის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აწერს ხელს.

”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელის (რექტორის) პირველი არჩევნების შედეგების დამტკიცებამდე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელის (რექტორის) მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნოს მერაბ ბერიძე”, - ნათქვამია 11 დეკემბრით დათარიღებულ განკარგულებაში, #1997.

ამ დრომდე უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ყოფილი ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი თინა გელაშვილი იყო დანიშნული. მისი დანიშვნის შესახებ 20 ოქტომბერს გამოცემულ დადგენილებას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი აწერდა ხელს.

მერაბ ბერიძე 1990 - 2005 წლებში ყოფილი თსუ ახალციხის ფილიალის დირექტორი იყო, 2002 -2005 წლებში კი ხელმძღვანელობდა ყოფილ თსუ ჯავახეთის ფილიალს ახალქალაქში. ბოლო პერიოდში იგი ყოფილი ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სრული პროფესორი იყო

მერაბ ბერიძის კანდიდატურა უნივერსიტეტის რექტორად, დეკემბრის დასაწყისიდან აქტიურად განიხილებოდა. თუმცა, ამ ინფორმაციას არც სამინისტრო ადასტურებდა და არც თავად მერაბ ბერიძე.

შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2012 წლის 1 ნოემბრიდან, ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კოლეჯის გაერთიანების შედეგად ჩამოყალობდა. რეორგანიზაციის საფუძველი საქართველოს მთავრობის 416-ე დადგენილება გახდა. დადგენილება 2012 წლის 3 ოქტომბერსაა მიღებული და მას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი აწერს ხელს.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რექტორი იცვლება
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს რექტორი შეეცვალა
”ორხელისუფლებიანობა” ახალციხის უნივერსიტეტში
უნივერსიტეტი  სამინისტროს  დირექტივებს ელოდება
მერაბ ბერიძე უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს
ყოფილი რექტორი მერაბ ბერიძე რექტორის მოადგილედ დაინიშნა
რას მოუტანს სტუდენტებს სამცხე-ჯავახეთის უმაღლესი სასწავლებლის შეცვლილი სტატუსი