FM97.5 / LIVE

დღეს სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორს აირჩევენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.07.2017
დღეს, 3 ივლისს, სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები გაიმართება. არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობს – მერაბ ბერიძე და თინა გელაშვილი. ორივე მათგანი რექტორის პოზიციაზე ნამუშევარია. მერაბ ბერიძე სასწავლებლის მოქმედი რექტორია.

დღეს სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორს აირჩევენ

მერაბ ბერიძე უნივერსიტეტის პირველი ხელმძღვანელი იყო. 1990-2005 წლებში იგი თსუ ახალციხის ფილიალს დირექტორობდა. ამავე პოზიციაზე 7 წლის შემდეგ ისევ დაბრუნდა, – 2012 წლის 20 დეკემბერს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მთავრობის განკარგულებით დაინიშნა. 2005 წელს მის გათავისუფლებასაც და 2012 წელს მის დანიშვნასაც დიდი ხმაური მოჰყვა.

2005 წლის 22 თებერვალს მერაბ ბერიძე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. პროკურატურა მას 58 ათასი ლარის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებდა. ბრალდების მხარის მტკიცებით, ბერიძემ უკანონოდ გახსნა სამხედრო კათედრა უნივერსიტეტში და მიითვისა სტუდენტების მიერ გადარიცხული თანხები, რომლებიც სამხედრო კათედრის გახსნას სჭირდებოდა. მაშინ სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა რექტორის გათავისუფლების მოთხოვნით ქუჩებში აქციები გამართეს. მოგვიანებით მერაბ ბერიძე სამთვიანი წინასწარი პატიმრობიდან თავდებით გაათავისუფლეს.

2012 წელს რექტორად დაბრუნებულს წინააღმდეგობის გაწევა მაშინდელი რექტორისთვის თინა გელაშვილისთვის მოუხდა. ამჯერად საპროტესტო აქციები არცერთის მხარდასაჭერად არ გამართულა, თუმცა, გელაშვილის რექტორად დარჩენის მოთხოვნით ხელმოწერები შეგროვდა.

თინა გელაშვილი უნივერსიტეტის რექტორად 2007 წელს აირჩიეს. მანამდე იგი ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი იყო. გელაშვილს ბოლო ათი წლის განმავლობაში 18 სამეცნიერო ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული, ერთი კი ამჟამად იბეჭდება.

რაც შეეხება მერაბ ბერიძეს მის მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია ასზე მეტია. ორივე მათგანი უნივერსიტეტის სრული პროფესორია და სასწავლებელში წლების განმავლობაში არაერთი აკადემიური თუ ადმინისტრაციული თანამდებობა ეკავათ.

კანდიდატებმა აკადემიურ საბჭოს სამოქმედო გეგმები 21 ივნისს წარუდგინეს. განხლვა ხმაურიანი იყო.

სასწავლებლის რექტორს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით აირჩევს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

უნივერსიტეტის რექტორობისთვის ყოფილი რექტორები იბრძვიან
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რექტორი იცვლება
უნივერსიტეტში რექტორი შეიცვალა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობას მერაბ ბერიძე შეასრულებს
მერაბ ბერიძე უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს რექტორი შეეცვალა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორად მაკა ბერიძე აირჩიეს