FM97.5 / LIVE

სასკოლო ოლიმპიადაზე რეგისტრაციის ვადა იწურება

მთავარისიახლე, განათლება 24.09.2019
2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისათვის რეგისტრაციის ვადა იწურება. ახალციხის ხუთი საჯარო სკოლიდან მოსწავლეების ნაწილი ოლიმპიადაზე გასასვლელად უკვე დარეგისტრირდა.

სასკოლო ოლიმპიადაზე რეგისტრაციის ვადა იწურება

ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში რეგისტრაცია ათობით მოსწავლემ უკვე გაიარა. სკოლის დირექტორის ჟუჟუნა გოგოლაურის ინფორმაციით, ამ დროისთვის, მოსწავლეები ქართულში, მათემატიკაში, ქიმიაში, ინგლისურსა და რუსულ ენებში არიან დარეგისტრირებულები.

„რეგისტრაციის გავლა მოსწავლეებს 27 სექტემბრამდე შუძლიათ, ამიტომ ვფიქრობ, სხვა საგნებზეც გამოთქვამენ დარეგისტრირების სურვილს“, - გვითხრა გოგოლაურმა.

პირველი სკოლის მსგავსად, ოლიმპიადის პირველ ტურზე დარეგისტრირდნენ ახალციხის N2, N3, N5 და N6 საჯარო სკოლების მოსწავლეები.

„ახლა 20 მოსწავლეა დარეგისტრირებული. ვფიქრობ, რომ წინა წლების მსგავსად, 70-მდე მოსწავლე გამოთქვამს სურვილს, რომ საკუთარი ძალები გამოსცადოს“, – ამბობს N6 საჯარო სკოლის დირექტორი გია კაპანაძე. მისივე შეფასებით, ოლიმპიადაში დარეგისტრირებული მოსწავლეებში ყველაზე პოპულარული საგნები მათემატიკა, ისტორია, ინგლისური და გერმანული ენებია.

ახალციხის N5 საჯარო სკოლაში ამ დროისათვის 20 მოსწავლეს სურს ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება. მათ ძირითადად ქართული და ინგლისური ენა აირჩიეს.

ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე მოსწავლეებს თავად სკოლები არეგისტრირებენ. მოსწავლეებს რეგისტრაციისათვის ვადა 27 სექტემბრის 18:00 საათამდე აქვთ.

ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება. მეორე ტურში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა ტესტის მაქსიმალური ქულის 60% ან მეტი და, ამასთან ერთად, მოხვდა რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის.

პირველი ტური სკოლებში იმართება, ხოლო მეორე და მესამე ტურს ცენტრალიზებულად ატარებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიზანია სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება. ასევე – იმ ნაკრებებისათვის კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს სახელით გაემგზავრებიან.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პირველ ეტაპზე ახალციხის სკოლებში 113 პირველკლასელი დარეგისტრირდა
მათემატიკის ოლიმპიადაში რეგიონში პირველ ადგილზე უდის სკოლა გავიდა
ახალციხეში ახალი სასწავლო წელი ყველა სკოლაში დაიწყო
ახალციხეში "ჰარის ოლიმპიადა" გაიმართება
პირველი სკოლა სწავლის დაწყებას მესამე სკოლაში იზეიმებს
ახალციხის პირველი სკოლის მოსწავლეები დროებით ქალაქის სხვა სკოლებში ისწავლიან
2 სექტემბერი პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო დღეა