FM97.5 / LIVE

ახალციხეში ახალი სასწავლო წელი ყველა სკოლაში დაიწყო

მთავარისაზოგადოება » განათლება 16.09.2013
16 სექტემბერს საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ახალციხის მუნიციპალიტეტში წელს 466 პირველკლასელია.

ახალციხეში ახალი სასწავლო წელი ყველა სკოლაში დაიწყო
ახალი სასწავლო წელი ახალციხის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო და კერძო სკოლაში დღეს დაიწყო. სასწავლო წლის დაწყება ახალციხის შოთა რუსთაველის სახელობის პირველ საჯარო სკოლაში წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოებით აღნიშნეს.

"ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში ფინალში გასვლისთვის პეტრე მერაბიშვილი დაჯილდოვდა. ასევე დაჯილდოვდნენ მესამე ტურში გასული ბავშვებიც.მოსწავლეებს 100 პროცენტიანი გრანტის მოპოვებისთვისაც სიგელები გადაეცათ",- ამბობს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მაკა ჯანაშვილი.

ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმაც მიულოცეს.

პირველ საჯარო სკოლას წელს 70 პირველკლასელი ჰყავს. მოსწავლეებს ნეთბუქები და ახალი სახელმძღვანელოები მერხებზე დახვდათ.
წინა წლებისგან განსხვავებით წელს მოსწავლეები სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებენ.

"სიახლით ძალიან კმაყოფილი ვარ.ჩემი ორივე შვილი სკოლის მოსწავლეა და ძალიან რთული იყო ყოველ წელს ახალი სახელმძღვანელოების ყიდვა, ხშირად ვერც ვშოულობდით დროულად. ახლა ასეთი პრობლემა აღარ გვექნება, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის",- ამბობს თამარ ზაზაძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში წელს სულ 466 პირველკლასელია.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
სასწავლო პროცესი ახალციხის ყველა სკოლაში განახლდა
საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ახალი სასწავლო წელი განახლებულ სკოლაში
ახალციხის  სკოლებში 368  პირველკლასელი მიიღეს [Photo]
ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]
2 სექტემბერი პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო დღეა