FM97.5 / LIVE

უნივერსიტეტმა ‘ღია კარის დღეზე’ მომავალ სტუდენტებს უმასპინძლა

მთავარისიახლე, განათლება 23.09.2019
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი“ გაიმართა, მის ფარგლებში კი უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ აბიტურიენტებს უმასპინძლა.

უნივერსიტეტმა ‘ღია კარის დღეზე’ მომავალ სტუდენტებს უმასპინძლა

დღეს, 23 სექტემბერს, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერისტეტში, „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019–ის“ ფარგლებში, ახალციხის, ვალისა და სოფელ ანის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისათვის „ღია კარის დღე“ გაიმართა.

დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები უნივერისტეტის საგანმათლებლო პროგრამებს გაეცნენ და შესაძლებლობა მიეცათ, ჩაეტარებიდნათ ცდები მემცენარეობაში.

ახალგაზრდებს ცდების ჩატარებაში ინჟინერიის, აგრარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ზაირა ტყებუჩავა ეხამრებოდა. მოსწავლეებმა სხვადასხვა მცენარეში გაზომეს მჟავიანობის მაჩვენებელი და ისაუბრეს ჯანსაღი პროდუქციის შესახებ.

„გვინდა მოსწავლეებს ვუთხრათ, თუ რას ვაკეთებთ, რომ დაინტერესდნენ ამ სფეროთი და გახდნენ ჩვენი სტუდენტები. ერთად უნდა შევუწყოთ ხელი სოფლის მეურნეობას, ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქციის მისაღებად“, – ამბობს პროფესორი ზაირა ტყებუჩავა.

მოსწავლე თორნიკე ბერიძე ამბობს, რომ დაინტერესებულია სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტით, მომავალ წელს კი აქ ინჟინერიის მიმიართულებით აპირებს სწავლის გაგრძელებას.

„ეს ღონისძიება დამეხმარა ჩემი ხედვა ჩამომეყალიბებინა. მომეწონა გარემო და ვფიქრობ, რომ ჩემი ცოდნა ამ მიმართულებით გავამდიდრო და სამომავლოდ უმაღლესი განათლებაც ამ კუთხით მივიღო“, – გვითხრა თორნიკემ.

„ღია კარის დღე ორ მიზანს ისახავდა – ერთი მხრივ, მეცნიერებაზე გვესაუბრა ბავშვებთან და, მეორე მხრივ, უნივერისტეტს გაეცნო მათთვის ის პერსპექტივები, რომელიც 2020 წლსითვის მათ, როგორც აბიტურიენტებს, დააინტერესებთ“, – განმარტა უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ.

შეხვედრას ესწრებოდა ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხმალაძე, უნივერისტეტის რექტორი მაკა ბერიძე, რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში – მერაბ ბერიძე და სტუდენტური თვითმმათველობის პრეზიდენტი მირზა ბურძენიძე.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ყოფილი რექტორი მერაბ ბერიძე რექტორის მოადგილედ დაინიშნა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობა ექვს  პროფესორს სურს
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორად მაკა ბერიძე აირჩიეს
უნივერსიტეტის რექტორი სკოლის დირექტორებს შეხვდა
რას მოუტანს სტუდენტებს სამცხე-ჯავახეთის უმაღლესი სასწავლებლის შეცვლილი სტატუსი
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი 25 წლის იუბილეს ზეიმობს
ვინ ისარგებლებს უნივერსიტეტში სტუდენტური  შეღავათებითა და წახალისებით