FM97.5 / LIVE

უნივერსიტეტის რექტორი სკოლის დირექტორებს შეხვდა

მთავარისაზოგადოება » განათლება 23.01.2013
რატომ უნდა ჩააბარონ აბიტურიენტებმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში - ამ საკითხზე სასუბროდ უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ბერიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა.

უნივერსიტეტის რექტორი სკოლის დირექტორებს შეხვდა
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში გაიმართა და მას ახალციხის მუნიციპალიტეტის 23 საჯარო სკოლის დორექტორი ესწრებოდა.

”ჩვენი შეხვედრა სარეკლამო ხასიათის იყო. ეროვნული გამოცდები ახლოვდება და დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენი აბიტურიენტი ჩაწერს პირველ ნომრად ჩვენს უნივერსიტეტს. გავაცანით უნივერსიტეტი, ჩვენი პროგრამები და რამდენიმე ახალი წინადადებაც გაჩნდა”, - ამბობს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ბერიძე.

რექტორთან ერთად შეხვედრას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და ოთხივე ფაკულტეტის დეკანი ესწრებოდა. მათ სკოლის დირეტორებთან კონკრეტულ პროგრამებსა და მიმართულებებზე ისაუბრეს.

თავის მხრივ, სკოლის დირექტორები ცდილობდნენ იმ კითხვებზე მიეღოთ პასუხი, რაც მოსწავლეებს აწუხებთ. მათი თქმით, უკეთესი იქნება თუ მსგავსი შეხვედრა აბიტურიენტებისთვისაც მოეწყობა.

”რეგიონში უნივერსიტეტის არსებობა აუცილებელია. ეკონომიური მხარე ძალიან გასაზღვრავს ბავშვების მომავალს. თუკი ზუსტად იგივე პროგრამას გაივლიან ამ უნივერსიტეტში, რასაც დედაქალაქში და განათლების მიღება უფრო ნაკლები თანხა დაუჯდებათ, უკეთესი იქნება”, - ამბობს ვალის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ირა გოგილაშვილი.

სკოლის დირექტორების თქმით, სასურველია უნივერსიტეტში ფაკულტეტები საბუნებისმეტყველო (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგიის სპეციალობებზე) მიმართულებებითაც არსებობდეს.

უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ბერიძემ აღნიშნა, რომ გავრცელდა ინფორმაცია თითქოს უნივერსიტეტს აკრედიტაცია შეუწყდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

”გავრცელდა ინფორმაცია, რომ აკრედიტაცია შეგვიწყვიტეს. თუმცა, ეს იყო სამართლებრივი საკითხი. უბრალოდ, როცა ორი უმაღლესი სასწავლებელი ერთიანდება, ამას გარკვეული იურიდიული პრობლემები ახლავს. ამ პრობლემებისა და სამართლებრივ ფონზე მოხდა აკრედიტაციის ხელახალი დამტკიცება”, - განმარტავს მერაბ ბერიძე.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

უნივერსიტეტში რექტორი შეიცვალა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის ორმა სამაგისტრო პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რექტორი იცვლება
უნივერსიტეტს სტატუსი ეცვლება
შეხვედრები აბიტურიენტებთან
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები პატრიარქს შეხვდნენ
რას მოუტანს სტუდენტებს სამცხე-ჯავახეთის უმაღლესი სასწავლებლის შეცვლილი სტატუსი