FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი 25 წლის იუბილეს ზეიმობს

მთავარისაზოგადოება » განათლება 16.11.2015
16 ნოემბერს, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს, დაარსებიდან 25 წელი შეუსრულდა. მეოთხედ საუკუნეს უნივერსიტეტი სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი 25 წლის იუბილეს ზეიმობს

იუბილეს აღნიშვნა უნივერსიტეტში დღეს დილიდანვე დაიწყო. 11:00 საათზე უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, პავლე ზაზაძის სახელობის დარბაზში უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც საპატიო დოქტორები აირჩიეს. ეს წოდება მათ მიანიჭეს, ვისაც უნივერსიტეტის განვითარებაში გარკვეული წვლილი აქვს შეტანილი.

25 წლის იუბილეს დაუკავშირეს ახალქალაქში საერთო საცხოვრებლის გახსნა. გახსნის ცერემონიაზე საქართველოს განათლების მინისტრს თამარ სანიკიძეს ელოდებიან.

დღის ბოლოს, 18:00 საათზე, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საიუბილეო ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული თბილისის ინოვაციებისა და მეცნიერების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გაიმართება.

25 წლისთავთან დაკავშრებული ღონისძიებები უნივერსიტეტში ნოემბრის დასაწყისიდან მიმდინარეობდა.

5 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესორ სერგო მელიქიძის სახელობის კაბინეტში, გაიმართა „გულანის“ გაფართოებული სხდომა. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ნესტან სულავამ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ მერაბ ბერიძის წიგნი „მომავლის უნივერსიტეტი“ წარუდგინა. წიგნი მოიცავს უნივერსიტეტის ისტორიას 2010 წლიდან დღევანდლამდე. მასში შესულია არა მარტო უნივერსიტეტის გაზეთ „მესხეთის უნივერსიტეტში“ გამოქვეყნებული სტატიები და ინტერვიუები, არამედ სხვადასხვა გამოცემებში შესული მასალები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ. „მომავლის უნივერსიტეტი“ „სიყვარულის უნივერსიტეტის“ გაგრძელებას წარმოადგენს. ავტორის განცხადებით, წიგნს ექნება შემდეგი სერიებიც.

შეხვედრის დასასრულს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების, გაზეთ „მესხეთის უნივერსიტეტის“ და სტამბის თანამშრომლები დაჯილდოვდნენ სამადლობელო სიგელებით. განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა კი სიგელი გადასცა უნივერსიტეტის რექტორს მერაბ ბერიძეს

6 ნოემბერს, სამახსოვრო და მადლობის სიგელებით ადმინისრტაციის თანამშრომლები დააჯილდოვეს.

9 ნოემბერს, გაწეული შრომისა და პროფესიონალიზმისათვის, სამახსოვრო და მადლობის სიგელები გადაეცათ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ბიძინა მაისურაძესა და ადმინისტრაციის დამხმარე პერსონალს. ასევე, პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ბიზნესის ადმინისტრირებისა და ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტების წარჩინებული სტუდენტები დააჯილდოვეს სიგელებით.

10 ნოემბერს, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანატების წარმომადგენლები და რექტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე ორივე ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. რექტორმა უნივერსიტეტის გახსნისა და ფაკულტეტების დაარსების ისტორია გაიხსენა. ამავე დღეს გაიხსენეს პროფესორი ვალერი სილოგავა, რომელიც სომეხი ეროვნების ახალგაზრდებს ქართულ ენასა და საქართველოს ისტორიას ასწავლიდა. დასასრულს ორივე ფაკულტეტის წარჩინებულ სტუდენტებს სამახსოვრო სიგელები გადაეცათ.

ასევე, 10 ნოემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით მიმდინარე „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის“ ფარგლებში, უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიხსნა „წიგნების კვირეული“. სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამეცნიერო პერიოდიკისა და პროფესორ - მასწავლებელთა მიერ გამოცემული წიგნების გამოფენა პარალელურად მოეწყო უნივერსიტეტის მეორე და ახალქალაქის კორპუსებშიც.

11 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერისტეტში საზეიმოდ გაიხსნა ქართული ლიტერატურის ისტორიის კაბინეტი. კაბინეტის გახსნას წინ უძღოდა დაჯილდოვების ცერემონია. უნივერსიტეტის რექტორმა, „საუნივერსიტეტო ქრონიკის“ მომზადებაში გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისათვის, სამახსოვრო სიგელები გადასცა ტელეკომპანია „მე–9 არხის: ჟურნალისტს თამარ ფეიქრიშვილს და ოპერატორს რამაზ ალავიძეს.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

16 ნოემბერს სამცხე–ჯავახეთს განათლების მინისტრი ესტუმრება
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში პროფესორ ვალერი სილოგავას სახელობის კაბინეტი გაიხსნა
უნივერსიტეტის ჯილდო გაზეთ ‘მესხეთის უნივერსიტეტის’ რედაქტორს
ახალქალაქში სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი გაიხსნა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები პატრიარქს შეხვდნენ
სტუმარი მინისტრი და პრემიერის წერილი - სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის 25 წლის იუბილე
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლა 12 სექტემბერს დაიწყება