FM97.5 / LIVE

ვინ ისარგებლებს უნივერსიტეტში სტუდენტური შეღავათებითა და წახალისებით

მთავარისიახლე, განათლება 13.05.2019
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შინაგანაწესის ახალი ვერსია შეიმუშავა, რის მიხედვითაც სტუდენტები სხვადასხვა შეღავათებით ისარგებლებენ. დოკუმენტის გაცნობის შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ხელმძღვანელობას თავიანთი ვერსია შესთავაზონ.

ვინ ისარგებლებს უნივერსიტეტში სტუდენტური  შეღავათებითა და წახალისებით

შინაგანაწესი წარმომადგენლობით საბჭოზე უკვე დაამტკიცეს. ახალი რედაქციით წახალისება ვრცელდება იმ სტუდენტებზე, რომლებიც სწავლასა და სამეცნიერო კვლევებში მიაღწიეს წარმატებას და აქტიურად არიან ჩართულები უნივერსიტეტის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

წახალისების ერთ–ერთი ფორმა მადლობის გამოცხადებაა, რისი უფლებაც ფაკულტეტის დეკანებსა და უნივერსიტეტის რექტორს ექნება. ასევე შესაძლებელია წახალისების მიზნით, უნივერსიტეტმა ფულადი ჯილდო ან ფასიანი საჩუქარი გადასცეს სტუდენტებს, ან ადრე შეფარდებული დისციპლინური სახდელი ვადამდე მოუხსნას.

წარმატებულ სტუდენტებს რესპუბლიკურ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობისათვის მგზავრობის თანხა სრულად ან ნაწილობრივ დაუფინანსდებათ, ასევე უნივერსიტეტი სტუდენტებს დაეხმარება საერთაშორისო ჟურნალებში სამეცნიერო სტატიებისა და მეცნიერული კვლევების შედეგების გამოქვეყნებაში.

„ჩვენ დავუჭერთ მხარს სამეცნიერო გამოცემაში სტუდენტის ნაშრომის გამოქვეყნებას, რაც ნიშნავს, რომ მათ მიემაგრება პროფესორი, რომელიც გაუწევს კონსულტაციას სტატიის მომზადებაში. საუბარია უახლოეს სამეცნიერო სტანდარტებზე. ა ფინანსური დახმარება იმ შემთხვევაში გაეწევა, თუ ჟურნალში გაგზავნილ სტატიის დასაბეჭდად მარტო ფინანსური ბარიერი იარსებებს“,– გვითხრა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ და დაამატა, რომ ფინანსური დახმარება 1 000 დოლარის ექვივალენტური იქნება.

სტუდენტებს საშუალება ეძლევათ სწავლის საფასურის გადახდის მათზე მორგებული, ინდივიდუალური განრიგი შექმნან. გარკვეული კატეგორია კი ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლის გადასახადისაგან გათავისუფლდება.

„სწავლის გადასახადისგან გათავისუფლდება სტუდენტი, რომელიც არის ავად და მისი მკურნალობა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ან ობოლია, ან არის სოციალურად დაუცველი, ან მრავალშვილიანი ოჯახიდან, გარდა ამისა, უნივერსიტეტის სახელით აქტიურად მონაწილეობს უნივერსიტეტის ფარგლებს გარეთ გამართულ ღონისძიებებში“– წერია შინაგანაწესში.

სწავლის გადასახადიდან გათავისუფლდება ის სტუდენტი, რომელიც ჩამოთვლილთაგან სამ კატეგორიას დააკმაყოფილებს.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ვერიკო მოდებაძემ ჩვენთან საუბრისას განმარტა, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება შინაგანაწესის სტუდენტებისათვის გაცნობა და შეხვედრაზე დასმული საკითხებიდან გამომდინარე შეიძლება ამოიღონ ან სხვა რედაქციით ჩამოყალიბდეს სხვადასხვა მუხლი.

„რეალურად უნივერსიტეტში ეს მექანიზმები მუშაობდა, მაგრამ წესად არსად არ ეწერა, ფაკულტეტის ინიციატივების დონეზე რეგულირდებოდა, ახლა უკვე საკანონმდებლო სივრცეში მოექცა“,– განმარტა უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადახდის ვადა გახანგრძლივდა
სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას სწავლის საფასური დაუფინანსდება
უნივერსიტეტმა ‘ღია კარის დღეზე’ მომავალ სტუდენტებს უმასპინძლა
უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა აბიტურიენტებს ფეისბუქ ლაივით მიმართა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი 25 წლის იუბილეს ზეიმობს