FM97.5 / LIVE

რა გადაიხადეს ბიუჯეტიდან ახალციხეში მოწვეული მომღერლებისთვის – მერიამ საჯარო ინფორმაცია არ გასცა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 27.11.2018
ორ წელში ახალციხის მერიამ 59 კულტურული ღონისძიებისთვის 230 000 ლარზე მეტი დახარჯა. რა თანხა გადაირიცხა მომღერლებისთვის, ან მოწვეული ჯგუფებისთვის ბიუჯეტიდან ჰონორარის სახით, მერიიდან ამის შესახებ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე პასუხი ვერ მივიღეთ.

რა გადაიხადეს ბიუჯეტიდან ახალციხეში მოწვეული მომღერლებისთვის – მერიამ საჯარო ინფორმაცია არ გასცა

ახალციხის მერიამ 2018 წელს 34 კულტურული ღონისძიებისთვის 100 393 ლარი გადაიხადა, 2017 წელს 25 ღონისძიებისთვის კი 129 812.

2018 წელს ახალციხის მერიამ ყველაზე მეტი, 34 695 ლარი, შალვა ახალციხელის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის დახარჯა. ამ დღეს, ქალაქში თეატრალური წარმოდგენები და დრამშოუ გაიმართა. ასევე, მოეწყო სხვადასხვა მხატვრული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიებას თბილისიდან ჩამოსული მომღერლები თემურ ყვითელაშვილი, ნუცა ბუზალაძე, „თბილისის ბიგ-ბენდი“, „ქართული ხმები“, „რეზო და ბავშვები“ აფორმებდნენ. ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.

მერიამ ბიუჯეტიდან, 20 ოქტომბერს გამართული შემოდგომის ფესტივალისთვის 20 849 ლარი დახარჯა. ღონისძიებაზე გამოფენილი იყო სასოფლო–სამეურნეო პროდუქტები, ხალხური რეწვის ნიმუშები და ნახატები. გაიმართა, სპორტული ღონისძიებები. კონცერტზე მოწვეულები იყვნენ ანსამბლი „ივერია“, თეიმურაზ წიკლაური, მანანა თოდაძე, ნუგზარ კვაშალი, ვახტანგ ტატიშვილი, დათო აბულაძე, თემურ თათარაშვილი, გურამ ჯაში და ზურაბ კობეშავიძე.

ასევე, წელს მერიამ ანსამბლ „მესხეთის“ წევრების ნიდერლანდების სამეფოში „Wwies is de mol” -ის დასკვნით ღონისძიებაზე გამგზავრებისთვის 4 411 ლარი გამოყო. ამ თანხით ფრენისთვის ბილეთები შეიძინეს.

3 563 ლარი დაიხარჯა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ახალციხის ციხეზე ღონისძიების მოსაწყობად. ამ დღეს წარჩინებული სტუდენტების დაჯილდოებისათვის, სტიპენდიებისათვის 5 000 ლარი გაიცა. ღონისძიებები ახალციხის ციხეზე გაიმართა, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაცოცხლდა ძველი ქართული საკვირაო ბაზრობა, ასევევ, გაიმართა თეატრალური წარმოდგენა, შეჯიბრი ნარდსა და ჭადრაკში. მოეწყო ხალიჩა - ფარდაგებისა და სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა. ღონისძიება დასრულდა ფეიერვერიკით.

ისევე, როგორც წელს, შარშანაც ახალციხის მერიამ ყველაზე მეტი თანხა, 52 589 ლარი შალვა ახალციხელის ხსენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში დახარჯა. 45 576 ლარი გადაიხადა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსაწყობად. სხვა კულტურული ღონისძიებებისთივს კი ჯამში 10 091 ლარი გადაიხადა.

რა გადაიხადეს ბიუჯეტიდან ახალციხეში მოწვეული მომღერლებისთვის – მერიამ საჯარო ინფორმაცია არ გასცა

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

2018 წელს ასპინძაში კულტურული ღონისძიებებისთვის 20 000 ლარზე მეტი დაიხარჯა
ადიგენში რვა კულტურული ღონისძიებისთვის 20 000–მდე ლარი დაიხარჯა
ადიგენის მერიამ 2018 წელს სტუმრების კვებისთვის 16 000 ლარზე მეტი დახარჯა
„ახალციხელობაზე“ გასამართი ღონისძიებების განრიგი
რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'
2018 წელს ახალციხის მერიამ რესტორნებში 11 535 ლარი გადარიცხა
ახალციხის ციხეზე 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაიწყო [Video]