FM97.5 / LIVE

მოხეს სკოლაში მომხდარის შესწავლის მოთხოვნით TDI–მ განათლების სამინისტროს მიმართა

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.12.2016
27 დეკემბერს, TDI-მ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს ოფიციალურად მიმართა მოხეს საჯარო სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლის მიმართ სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის შესწავლისა და კანონდარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით.

მოხეს სკოლაში მომხდარის შესწავლის მოთხოვნით TDI–მ განათლების სამინისტროს მიმართა

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) მიიჩნევს, რომ სამინისტრომ ასევე უნდა იმსჯელოს, რამდენად აკმაყოფილებს მოხეს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის კომპეტენცია და კვალიფიკაცია მის მიერ დაკავებული თანამდებობის პროფესიულ სტანდარტს.

"საჯარო სკოლის სივრცეში კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი შიდა აუდიტის დეპარტამენტი. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების (№89/ნ) თანახმად, მას ევალება შეისწავლოს ზოგადი განათლების შესახებ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების სავარაუდო დარღვევის ფაქტები და კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

ამავე დებულების თანახმად, შიდა აუდიტის დეპარტამენტი ვალდებული იყო, საკუთარი ინიციატივით, ამ დრომდე დაეწყო მოხეს საჯარო სკოლაში მომხდარი სავარაუდო კანონდარღვევის შესწავლა და მოეხდინა შესაბამისი რეაგირება, რადგან სამინისტროს მხრიდან ინსპექტირების საფუძველი შეიძლება იყოს არა მხოლოდ დაზარალებულის საჩივარი, არამედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ინფორმაცია", – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

TDI მიმართავს განათლების სამინისტროს შეისწავლოს მოხეს სკოლაში მომხდარი
სამინისტრომ მოხეში მუსლიმი მოსწავლის დისკრიმინაციის ფაქტი ვერ დაადგინა
მოხეს სკოლის მუსლიმი მოსწავლეები აქციებს შეწყვეტენ
მოხეს სკოლაში განათლების სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან
მოხეს მუსლიმი მოსწავლეები გაკვეთილებს დაუბრუნდნენ
ტოლოშის სკოლაში აუდიტის სამსახური შევიდა
მოხეს სკოლის მოსწავლეებმა განათლების სამინისტროს წერილობით მიმართეს