FM97.5 / LIVE

კონკურსში 'ჩემი თვალით დანახული ახალციხე' გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

მთავარისაზოგადოება 18.12.2013
დღეს,18 დეკემბერს მეხუთე საჯარო სკოლაში ახალციხის რაიონული პროკურატურის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

კონკურსში 'ჩემი თვალით დანახული ახალციხე' გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
„ჩემი თვალით დანახული ახალციხე“ - ასე ჰქვია კონკურსს, რომელიც ახალციხის რაიონულმა პროკურატურამ დაახლოებით ორი კვირის წინ გამოაცხადა. კონკურსი საქართველოს მთავარი პროკურატურის პროექტის „საზოგადოებრივი პროკურატურა“ ფარგლებში გაიმართა. აღნიშნული პროექტი 2006 წლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.

ახალციხის რაიონული პროკურორის მოადგილის დავით ჯინჭველაძის განმარტებით, კონკურსის მიხედვით სკოლის მოსწავლეებმა ახალციხის ხედები გადაიღეს, სადაც ასახულია ქალაქის წარსული, მომავალი, არსებული პრობლემები და ასე შემდეგ.

„კონკურში ახალციხის ყველა სკოლა ჩაერთო. ბავშვებს მარტივი დავალება ჰქონდათ, მათ ახალციხის ხედები უნდა გადაეღოთ და ფოტოზე ასახული ადგილების შესახებ ინფორმაცია უნდა მიეთითებინათ", - ამბობს დავით ჯინჭველაძე.

ჟიურის წევრები ახალციხის რაიონული პროკურატურის თანამშრომლები, პედაგოგები და ფსიქოლოგები იყვნენ. მათ სამი საუკეთესო ნაშრომი შეარჩიეს. პირველი, მეორე და მესამე საპრიზო ადგილები მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს.

პირველი ადგილი თიკო ლეკიშვილმა აიღო, მეორე ადგილზე ნინო ტაბატაძე გავიდა, მესამე ადგილი კი მარიტა მერაბიშვილმა დაიკავა.

„ყველა ნამუშევარი კარგი იყო, თუმცა განსაკუთრებით პირველ ადგილზე გასული მოსწავლის ნამუშევარი გამოირჩეოდა, მას ახალციხის ციხის ფოტოები ჰქონდა გადაღებული და შეგროვებული ჰქონდა ინფორმაცია, სადაც მთელი ეპოქა იყო აღწერილი“, - ამბობს ჯინჭველაძე.

გამარჯვებულებს ახალციხის რაიონული პროკურორის მოადგილემ სიგელები გადასცა. მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალოების შემსრულებელმა ნანა დათაშვილმა კი მოსწავლეები სახელმძღვანელოებით დაასაჩუქრა.

„კონკურსისთვის 20-მდე ფოტო გადავიღე, სადაც ასახული იყო როგორც ახალციხის ციხის ხედები, ასევე ქალაქის დანაგვიანებული ადგილები და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ამ ყველაფერზე ინფორმაციაც მოვაგროვე, რაც წიგნის სახით გავაკეთე“, - ამბობს პირველი ადგილის მფლობელი თიკო ლეკიშვილი.

გარდა აღნიშნულ კონკურსში გამარჯვებულებისა, მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ის მოსწავლეებიც დააჯილდოვა, რომელბმაც გამარჯვება სკოლაში ჩატარებულ სხვა კონკურსებში მიიღეს. დღესვე, ნანა დათაშვილმა ფასიანი საჩუქრები სკოლის ორ პედაგოგს, მარინა სულაქველიძესა და მარინა მჭედლიძესაც გადასცა, რომლებმაც გასულ კვირას აფხაზეთის თემაზე გამართულ ღონისძებაში დიდი წვლილი შეიტანეს.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როგორია ‘ტურისტის თვალით დანახული ახალციხე’ – ფოტოკონკურსის დაჯილდოება
ახალციხის რაიონული პროკურატურა ქალაქის სკოლებში კვიპაროსებს რგავს
ახალციხელი უფროსკლასელები მაგიდის ჩოგბურთში შეეჯიბრნენ
ფოტოკონკურსის 'ჩემი თვალით დანახული ახალციხე' გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალციხეში "ევროპის კვირეულის" ფარგლებში ღონისძიებები  გაიმართა
ფოტოკონკურსის 'ჩემი თვალით დანახული სამყარო' გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალციხელი ახალგაზრდები ერთმანეთს ორატორობაში შეეჯიბრნენ