FM97.5 / LIVE

ხარჯამში საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ დაიწვა

მთავარისამართალი » შემთხვევა 25.01.2016
დღეს, 25 იანვარს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარჯამში გოჩა მორჩიაშვილის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად სახლის ნაწილი და სახურავი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხარჯამში საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ დაიწვა

სოფელ ხარჯამში ხანძარი დაახლოებით 11:00 საათისთვის გაჩნდა. გამგებლის წარმომადგენელი წახანის ადმინისტრაციულ ერთელში ნუგზარ კარკაძე ამბობს, რომ ამ დროს ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ. სახანძრო–სამაშველო ბრიგადა მორჩაშვილების მეზობელმა გამოიძახა.

მისი თქმით, ხანძარი სავარაუდოდ დენისგან გაჩნდა, რის გამოც სახლის ნაწილი და სახურავი მთლიანად დაიწვა.

„გოჩა სახლში არ იმყოფებოდა. თბილისშია წასული შვილს ოპერაციას უკეთებს, ძალიან უჭირთ. დანარჩენი ოჯახის წევრები სოფელში იმყოფებოდნენ და ამბავი, რომ გაიგეს შემდეგ მივიდნენ სახლში. სახურავი მთლიანად ააძრეს, ისეთი მდგომარეობაა იქ აღარ იცხოვრება“, – ამბობს ნუგზარ კარკაძე.

როგორც გამგებლის წარმომადგენელი ამბობს, ოჯახი სოციალურად დაუცველია.

შინაგან საქმეთა სამინსიტროში განმარატვენ, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება არ დაწყებულა: „ძალიან მცირედი ცეცხლი იყო და ზარალი არ გამოუწვევია“.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ადიგენის და ახალციხის სახანძრო–სამაშაველო სამსახურის ბრიგადები.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ აწყურში სახცოვრებელი სახლის სახურავი დაიწვა
ახალციხეში საცხოვრებელი სახლის სხვენში ხანძარი გაჩნდა
ხანძრისგან დაზარალებულ მორჩიაშვილებს გამგეობა დაეხმარება
ხანძარი იმერთუბანში – ხუთსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა [PhotoVideo]
სოფელ იდუმალაში სახლის სახურავი დაიწვა
ვარხანში სახლი დაიწვა [ფოტო]
ბორჯომში საცხოვრებელი სახლი დაიწვა