FM97.5 / LIVE

უსახლკაროდ დარჩენილი მერაბიშვილები სამასალე მერქანს ითხოვენ

მთავარისაზოგადოება 07.10.2013
ხანძრისგან უსახლკაროდ დარჩენილი და დრობით ნათესავის ბინაში მცხოვრები მერაბიშვილების ოჯახი სამშენებლო ხე-მასალით დახმარებას ითხოვს, მათი განცხადება კი ჯერ ინსტანციიდან ინსტანციაში ინაცვლებს.

უსახლკაროდ დარჩენილი მერაბიშვილები სამასალე მერქანს ითხოვენ
ხანძრისგან უსახლკაროდ დარჩენილ მერაბიშვილებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 10,5 ტონა ცემენტი გამოუყო. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არსენ ბალახაშვილი ამბობს, რომ ოჯახს ნებისმიერ დროს შეუძლია ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიაკითხოს და კუთვნილი ცემენტი წაიღოს.

მერაბიშვილებმა გამგეობას საკვები პროდუქტებითა და სამშენებლო ხე-მასალით დახმარებაც სთხოვეს. არსენ ბალახაშვილის თქმით, პროდუქტით გამგეობა მათ ახლო მომავალში დაეხმარება, რაც შეეხება სამასალე მერქნით დახმარებას, ეს მათზე დამოკიდებული არ არის.

„სამშენებლო ხე-მასალის გამოყოფაზე მოთხოვნა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში უკვე გაგზავნილი გვაქვს. გუბერნიამ შუამდგომლობა უნდა გაგვიწიოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურთან. პასუხი არ მოგვსვლია“, - ამბობს არსენ ბალახაშვილი.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ია გოგატიშვილის თქმით, ადიგენის მუნიციპალიტეტიდან 60 კუბურ მეტრ სამშენებლო ხე-მასალაზე მოთხოვნა მიღებულია. აღნიშნული განცხადება 26 სექტემბერს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურს გადეგზავნა.

ადიგენის სატყეო სამსახურის უფროსი მეტყევის სოსო რეხვიაშვილის თქმით, მიღებისთანავე განცხადება თბილისში სატყეო დეპარტამენტში გადაიგზავნა.

„პასუხი ჯერ არ მოგვსვლია, ველოდებით ყოველ დღე. როგორც კი დეპარტამენტი აღნიშნულ განცხადებას დააკმაყოფილებს, დაზარალებულ ოჯახს ვაცნობებთ, რის შემდეგადაც მათ შეეძლებათ კუთვნილი სამშენებლო ხე-მასალის წაღება“,-ამბობს სოსო რეხვიაშვილი.

შეგახსენებთ, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში მცხოვრებ მერაბიშვილების საცხოვრებელ სახლს ცეცხლი 18 სექტემბერს გაუჩნდა. ექვსსულიანი ოჯახი უსახლკაროდაა დარჩენილი და დროებით ნათესავის ბინაში ცხოვრობს. მერაბიშვილებს საცხოვრებლის გარდა ეზოში ხეხილი, ვენახი და აღებული მოსავალიც დაეწვათ.

ოჯახი ადგილობრივ ხელისუფლებას სამშენებლო მასალის დროულად გადაცემას სთხოვს.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

უსახლკაროდ დარჩენილ მერაბიშვილებს სამასალე მერქანი ამ დრომდე არ მიუღიათ
ხანძრისგან უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახი დახმარებას ითხოვს
მერაბიშვილები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ [Photo]
30 თუნუქი და 10 ტომარა ცემენტი – დახმარება სოციალურად დაუცველ ოჯახს
სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსის მოვალეობას სოსო რეხვიაშვილი ასრულებს
მოხეში ხანძრისგან დაზარალებულ შავაძეებს გამგეობა თუნუქით და ცემენტით დაეხმარა
ხანძრისგან დაზარალებულ მორჩიაშვილებს გამგეობა დაეხმარება