FM97.5 / LIVE
უსახლკაროდ დარჩა, სამშენებლო ხე-მასალას ამ დრომდე ელოდება. ადგილობრივი ხელისუფლება მათ 10,5 ტონა ცემენტით და საკვები პროდუქტით დაეხმარა.">

უსახლკაროდ დარჩენილ მერაბიშვილებს სამასალე მერქანი ამ დრომდე არ მიუღიათ

მთავარისაზოგადოება 11.11.2013
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში მცხოვრები მერაბიშვილების ექვსსულიანი ოჯახი, რომელიც ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩა, სამშენებლო ხე-მასალას ამ დრომდე ელოდება. ადგილობრივი ხელისუფლება მათ 10,5 ტონა ცემენტით და საკვები პროდუქტით დაეხმარა.

უსახლკაროდ დარჩენილ მერაბიშვილებს სამასალე მერქანი ამ დრომდე არ მიუღიათ
ოჯახის უფროსმა ელიზბარ მერაბიშვილმა ადგილობრივ გამგეობაში სამშენებლო ხე-მასალის მოთხოვნაზე განცხადება ხანძრის გაჩენიდან რამდენიმე დღეში დაწერა. აღნიშნული განცხადებით, მერაბიშვილი გამგეობას სამასალე მერქნის დროულად გადაცემას სთხოვდა, რადგან ზამთრის დადგომამდე ოჯახს საკუთარი სახლი ჰქონოდა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის არსენ ბალახაშვილის თქმით, აღნიშნული ოჯახის განცხადებაზე დადებითი ან უარყოფითი პასუხი თბილისის სატყეო დეპარტამენტიდან ადიგენის სატყეო სამსახურში უნდა მივიდეს. ადიგენის სატყეოში კი ამბობენ, რომ პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

რატომ იგვიანებს მერაბიშვილების განცხადებაზე პასუხი ვერც ადიგენის გამგეობაში და ვერც ადიგენის სატყეო სამსახურში აკონკრეტებენ. როგორც არსენ ბალახაშვილმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ 7 ოქტომბერს სატელეფონო საუბარში განაცხადა, მერაბიშვილების განცხადება სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მალევე გადააგზავნა. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციამ კი 60 კუბურ მეტრ სამშენებლო ხე -მასალაზე მოთხოვნა 26 სექტემბერს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურს გადაუგზავნა. როგორც ადიგენის სატყეო სამსახურის უფროსი მეტყევე სოსო რეხვიაშვილი ირწმუნება აღნიშნული განცხადება თბილისის სატყეო დეპარტამენტში მიღებისთანავე გააგზავნეს.


შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში მცხოვრები მერაბიშვილების საცხოვრებელ სახლს ცეცხლი 18 სექტემბერს გაუჩნდა. ექვსსულიანი ოჯახი უსახლკაროდაა დარჩენილი და ამ დრომდე ნათესავებთან ცხოვრობენ. მერაბიშვილებს სახლის გარდა ხეხილი, ვენახი და აღებული მოსავალიც დაეწვათ.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

უსახლკაროდ დარჩენილი მერაბიშვილები სამასალე მერქანს ითხოვენ
სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსის მოვალეობას სოსო რეხვიაშვილი ასრულებს
ხანძრისგან უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახი დახმარებას ითხოვს
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
30 თუნუქი და 10 ტომარა ცემენტი – დახმარება სოციალურად დაუცველ ოჯახს
ადიგენში სამართალდამრღვევს უკანონოდ მოჭრილი სამასალე მერქანი ჩამოართვეს