FM97.5 / LIVE

ახალციხის „ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს [Video] (R)

მთავარიპოლიტიკა 30.09.2013
კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის წევრებმა სოფელ ურაველსა და ხეოთში დღეს წინასაარჩევნო შეხვედრები გამართეს.

ახალციხის „ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს [Video]  (R)
ახალციხის შტაბის უფროსი მალხაზ ჟუჟნაძე და აქტივის კოორდინატორი გოჩა პარუნაშვილი კოალიციის სხვა წევრებთან ერთად ჯერ ურავლის, შემდეგ კი ხეოთის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრა ორივე სოფელში რიტუალების სახლში ჩატარდა.

შტაბის ხელმძღვანელები მოსახლეობას „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო პროგრამის, წინასაარჩევნოდ მუნიციპალიტეტში არსებული ვითარებისა და კონკურენტი კანდიდატების შესახებ ესაუბრნენ. ვიდრე პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებდნენ, მალხაზ ჟუჟუნაძემ შეკრებილებს მადლობა გადაუხადა, რომ ორივე სოფლიდან მოსახლეობის უმრავლესობა 12 სექტემბერს, ახალციხეში მარგველაშვილის გამოსვლას დაესწრო.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ თბილისის ცენტრალური შტაბის სახელით, რომ შეწუხდით და ჩამოხვედით მარგველაშვილის შეხვედრაზე. ეს იყო ადამიანების უპრეცენდენტო რაოდენობა, 4 ათასამდე კაცი იყო მობილიზებული. სიამაყით სავსე ვიყავი, როცა ამდენი ხალხი დავინახე თეატრთან შეკრებილი“, - უთხრა ჟუჟუნაძემ რიტუალების სახლში თავმოყრილ ამომრჩევლებს.

ამის შემდეგ მან საუბარი „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატზე ნინო ბურჯანაძეზე გააგრძელა: „ბურჯანაძემ 7 ნოემბრის მშვიდობიანი აქციის დარბევა გაამართლა. მან განაცხადა, რომ პოლიციამ მაშინ ადეკვატურად იმოქმედა. მაშინ რომ ბურჯანაძე ხალხის გვერდით დამდგარიყო ახლა უკონკურენტო კანდიდატი იქნებოდა, მაგრამ ეს ასე არ გააკეთა. ასევე მინდა გაგახსენოთ, რომ ბურჯანაძემ „გაუპრავა“ სააკაშვილს 2008 წელს წაგებული საპრეზიდენტო არჩევნები“.

რაც შეეხება მარგველაშვილს, ჟუჟუნაძის განცხადებით, მას შემდეგ რაც მარგველაშვილი პრეზიდენტი გახდება, ქვეყანაში კოჰაბიტაცია დასრულდება: „აქამდე მარგველაშვილი არცერთ პარტიაში არ ყოფილა, არანაირ ინტრიგებში არ მონაწილეობდა. ივანიშვილმა თქვა, რომ მე თუ მენდობით, უნდა ენდოთ ჩემ შერჩეულ კანდიდატსაცო. მარგველაშვილს უნდა მივცეთ შანსი, რომ როგორც ივანიშვილის რჩეულმა თავისი შესაძლებლობები დაგვანახოს“.

„ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის აქტივის კოორდინატორმა გოჩა პარუნაშვილმა აქცენტი მარგველაშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში სამუშაო ადგილების მატებაზე გააკეთა. ასევე, მისი თქმით, საქართველოს ყველა რეგიონი უკვე შესწავლილია და ყველა კუთხის შესაბამისად გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობა იგეგმება.

„მესხეთში უნდა აღდგეს მეღვინეობა, ვაზის კულტურა, მთავარი შემოსავლის წყარო ეს იყო ჩვენი წინაპრებისთვისაც. მილიონი ღერი დაფესვიანებული ვაზი გადმოგეცემათ საჩუქრად. გაიხსნება სხვადასხვა პროდუქტის გადამამუშავებელი საწარმოები. ივანიშვილის სუფთა ხელებით მოდის და მხარი უნდა დავუჭიროთ მას“, - განაცხადა პარუნაშვილმა.

მიმართვის შემდეგ შტაბის წევრებმა 2003 წლიდან ქვეყანაში განვითარებული მოვლენებისა და მარგველაშვილის წინასაარჩევნო დაპირებების შესახებ შეკრებილებს ვიდეო რგოლიც უჩვენეს.

„წლების განმავლობაში დაძაბულები ვიყავით, ერთმანეთს წესიერად ვერ ველაპარაკებოდით. დაგვსდევდნენ, ვინ ვის უსაფრდებოდა ვერ გაიგებდი, ახლა ასე მაინც აღარაა. მარგველაშვილი მართალი კაცია და ვფიქრობ ქვეყნისთვის ბევრ კარგს გააკეთებს“, - ამბობს ურავლის მკვიდრი შოთა მოდებაძე.

მისი მეზობელი ნათელა აბდუშელიშვილი მთავარ პრობლემად რაიონში გადამამუშავებელი საწარმოების გახსნას მიიჩნევს და ფიქრობს, რომ „ოცნება“ დანაპირებს აუცილებლად აასრულებს.

ხეოთის მკვიდრის რევაზ გვრიტიშვილის თქმით, ჯერ ყველა სხვა პეზიდენტობის კანდიდატმა უნდა მოიცადოს და გზა მარგველაშვილს დაუთმოს: „აქამდე ეჭვი „ოცნების“ მხოლოდ საგარეო პოლიტიკაში მეპარებოდა. ახლა მათი პოზიცია ნათელია და ამიტომ მივესალმები მარგველაშვილის კანდიდატურას“.

გვრიტიშვილს ეთანხმება ურავლელი ლამარა ზედგინიძე: „რაღაცა თუ გააკეთა ყოფილმა ხელისუფლებამ, ახლა წავიდნენ და ადგილი სხვას, ახალს დაუთმონ“.



[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

"ოცნების" ახალციხის შტაბმა მარგველაშვილის ვიზიტი დააანონსა
"ოცნება" ახალციხის სოფლების შემოვლას აგრძელებს(R)
"ქართული ოცნება" ახალციხეში მარგველაშვილის დასახვედრად ემზადება (R)
'ოცნება' წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს ®
მარგველაშვილის დაპირებები ამომრჩევლებს (R)
მარგველაშვილი ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამას გააცნობს (R)
„ყველაზე მთავარი რაც არის, თავისუფლება გვეღირსა“ (R)