FM97.5 / LIVE

მარგველაშვილის დაპირებები ამომრჩევლებს (R)

მთავარიპოლიტიკა 19.09.2013
კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. რას დაჰპირდა მარგველაშვილი ამომრჩევლებს და რაზე გააკეთეს აქცენტები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა.

მარგველაშვილის დაპირებები ამომრჩევლებს (R)
გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია 19 სექტემბერს სპორტის სასახლეში გაიმართა. მხარდამჭერთა უმეტესი ნაწილი თბილისიდან იყო. თუმცა, იყვნენ სხვა რეგიონებიდან ჩამოსული მოსახლეობაც, მათ შორის სამცხე-ჯავახეთიდანაც.

წინა რიგებში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მინისტრთა კაბინეტი და კოალიციის ლიდერები ისხდნენ. ღონისძიებას მსახიობი, ნინელი ჭანკვეტაძე უძღვებოდა, რომელმაც “ქართული ოცნების” მიღწევებზე ისაუბრა და სცენა “ოცნების” ახალგაზრდა აქტივისტებს დაუთმო. ახალგაზრდა აქტივისტების წარმომადგენელმა, ოთარ აბესაძემ საზოგადოებას მარგველაშვილის კანდიდატურის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.

ახალგაზრდების სიტყვით გამოსვლის შემდეგ სცენაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა. ივანიშვილმა სპორტის სასახლეში შეკრებილებს ერთი წლის წინანდელი მდგომარეობა შეახსენა და აქცენტი წლის განმავლობაში მიღწეულ წინსვლებზე გააკეთა.

"ერთი წლის წინ დაგპირდით, რომ მოსისხლე რეჟიმს უსისხლოდ დავამარცხებდით და ასეც მოხდა - პრეზიდენტი თავის საკონსტიტუციო ვადას ამთავრებს. თქვენი თანადგომის გარეშე ჩვენ ვერაფერს მოვახერხებდით. ამიტომ, მადლობა თქვენ და მადლობა გუნდს. მინდა გთხოვოთ, მენდეთ მომავალშიც", - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა მხარდამჭერებს.

ივანიშვილმა მარგველაშვილისადმი სიმპათია კიდევ ერთხელ გამოხატა და აღნიშნა, რომ "ოცნებაში" საპრეზიდენტო კანდიდატად მხოლოდ მარგველაშვილი მიაჩნდა.

"დარწმუნებული ვარ წელს, ოქტომბერში, კიდევ ერთხელ ერთ მუშტად შევიკვრებით, ავირჩევთ გიორგი მარგველაშვილს და ხმას მივცემთ საქართველოს წინსვლასა და სტაბილურობას. ღრმად მწამს, რომ გიორგი მარგველაშვილის გამარჯვება იქნება ჩვენი ქვეყნის საერთო გამარჯვება, გიორგი მარგველაშვილი გახდება საქართველოს პრეზიდენტი და ის ყველას პრეზიდენტი იქნება", - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ სცენაზე მარგველაშვილი გამოვიდა. მან სპორტის სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საარჩევნო პროგრამა გააცნო. მარგველაშვილმა ქვეყნის განვითარების მთავარ პრიორიტეტად ეკონომიკა დაასახელა და აღნიშნა, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ბიზნესის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სხვა სფეროებში ვითარებას გააუმჯობესებდა.

მარგველაშვილის საარჩევნო პროგრამაში ძირითადი აქცენტები შემდეგ საკითხებზეა გაკეთებული: ინვესტიციების მოზიდვა, ბაზრების გაფართოება და საერთაშორისო ეკონომიკურ პროექტებში ჩართვა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ქვეყნის საწარმოო, ენერგეტიკული და სატრანზიტო პოტენციალის გაზრდა, სასამართლოს დეპოლიტიზაცია და სხვა.

მარგველაშვილის გამოსვლა საქართველოს ეროვნული ჰიმნით დაასრულდა. საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ მარგველაშვილმა კომენტარი მედიასთანაც გააკეთა, რომელმაც მხარდამჭერებს თანადგომისთვის დიდი მადლობა გადაუხადა და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ყველა სფეროში პირობების გაუმჯობესებას დაჰპირდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა კი აღნიშნა, რომ მარგველაშვილი პრეზიდენტობის კარგი კანდიდატია და საზოგადოებას მისი მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მარგველაშვილი ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამას გააცნობს (R)
ბიძინა ივანიშვილმა ხალხს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა
პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით მიმართავს
ახალციხის „ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს [Video]  (R)
საქართველოს პრეზიდენტი  ახალციხეში სტუდენტებს შეხვდა
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბორჯომშია
სპორტის სასახლეში ”ქართული ოცნების" ყრილობა მიმდინარეობს