FM97.5 / LIVE

"ქართული ოცნება" ახალციხეში მარგველაშვილის დასახვედრად ემზადება (R)

მთავარიპოლიტიკა 10.09.2013
„ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის წევრები დღეს, 10 სექტემბერს, სოფლების: აგარისა და აწყურის მოსახლეობას შეხვდნენ და 12 სექტემბერს, გიორგი მარგველაშვილის ახალციხეში ვიზიტის შესახებ აცნობეს

"ქართული ოცნება" ახალციხეში მარგველაშვილის დასახვედრად ემზადება (R)
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელებში: აგარასა და აწყურში „ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის წევრებმა საინფორმაციო აქცია გამართეს. აქციაზე მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდეს და აცნობეს, რომ 12 სექტემბერს ახალციხეს „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ესტუმრება და მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს.

„დღეს შევხვდით აგარისა და აწყურის მოსახლეობას, მათგან მოვისმინეთ პრობლემები, ვისაუბრეთ ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე. თუმცა, ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანი იყო ის, რომ მოსახლეობისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია 12 სექტემბერს ჩვენი პრეზიდენტობის კანდიდატის სტუმრობის შესახებ“, - ამბობს „ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის უფროსი მალხაზ ჟუჟუნაძე.



მსგავსი შეხვედრები „ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის წარმომადგენლებმა ახალციხეშიც გამართეს.

"ქართული ოცნება" ახალციხეში მარგველაშვილის დასახვედრად ემზადება (R)„ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს, დღეს შევხვდით აგარისა და აწყურის მოსახლეობას. გვაქვს ინფორმაცია, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი მხარს უჭერს ჩვენ პოლიტიკურ მიმართულებებს და აზრებს. გარდა ამისა, ჩვენ შეხვედრებს სხვა დატვირთვაც აქვს, გვინდა, რომ მოსახლეობამ გაიგოს გიორგი მარგველაშვილის ვიზიტის შესახებ და მოვუწოდებთ, მობრძანდნენ და გაესაუბრონ ჩვენი პრეზიდენტობის კანდიდატს“, - ამბობს „ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის აქტივის კოორდინატორი გოჩა პარუნაშვილი.

12 სქტემბერს, გიორგი მარგველაშვილი მოსახლეობასთან შეხევდრას ახალციხის ცენტრალურ პარკში, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 13:00 საათზე გამართავს. „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატთან ერთად ახალციხეში სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის მინისტრსაც ელოდებიან.

"ქართული ოცნება" ახალციხეში მარგველაშვილის დასახვედრად ემზადება (R)„გარდა ამისა, ჩამოვლენ სხვა პოლიტიკოსები, მსახიობები და ხელოვნების მუშაკები. მოსახლეობას მოვუწოდეთ, რომ მოვიდნენ შეხვედრაზე და საკუთარი პრობლემები პირადად მოახსენონ ბატონ მარგველაშვილს“, - ამბობს მალხაზ ჟუჟუნაძე.

ადგილობრივები ამბობენ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატთან შეხვედრის დროს მის დაპირებებს და სამომავალო გეგმებს მოისმენენ, რაც მათ საშუალებას მისცემს საპრეზიდენტო არჩევნებზე სწორი არჩევანი გააკეთონ.

"ქართული ოცნება" ახალციხეში მარგველაშვილის დასახვედრად ემზადება (R)„მე მჯერა ბატონი ბიძინა ივანიშვილის, მის მიერ დასახელებული კანდიდატის. მხარს ვუჭერ ბატონ გიორგი მარგველაშვილს და ვეცდები, რომ სხვებსაც ჩავუნერგო რწმენა, რომ იგი მოვა საქმიანი დაპირებებით და საქმესაც გააკეთებს. მჯერა, რომ გააერთიანებს საქართველოს, ამ გათითოკაცებულ ქვეყანას და ძალიან კარგი პრეზიდენტი იქნება“, - ამბობს სოფელ აწყურში მცხოვრები ჟუჟუნა გოგოლაური.

12 სექტემბერს დაგეგმილი აქციის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის აქტივისტები მოსაწვევებსაც არიგებენ.

„დაახლოებით მაინც გვინდა, რომ ვიცოდეთ რა რაოდენობის მხარდამჭერები გვეყოლება და გარკვეული პოლიტიკური პროგნოზი გავაკეთოთ. ჩვენ საარჩევნო შტაბში 3,000 მხარდამჭერია გაწევრიანებული და კიდევ ბევრს აქვს ამის სურვილი“, - ამბობს მალხაზ ჟუჟუნაძე.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

"ოცნების" ახალციხის შტაბმა მარგველაშვილის ვიზიტი დააანონსა
ახალციხეში მარგველაშვილს ელოდებიან
„ოცნების“ წევრებმა მორიგი საინფორმაციო აქცია გამართეს [Video]
მარგველაშვილი ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამას გააცნობს (R)
'ოცნება' წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს ®
ახალციხის გამგებლის მოადგილემ და მრჩეველმა "ოცნების" შტაბში გადაინაცვლეს
"ოცნება" ახალციხის სოფლების შემოვლას აგრძელებს(R)