FM97.5 / LIVE

ლიკანში მცხოვრებ დევნილებს დახმარების იმედი გაუჩნდათ

მთავარისაზოგადოება 09.07.2013
ბორჯომში, სანატორიუმ ლიკანში მცხოვრები დევნილების პრობლემებით, ლტოლვილთა სამინისტრო, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი და ადგილობრივი ხელისფლება დაინტერესდნენ.

ლიკანში მცხოვრებ დევნილებს დახმარების იმედი გაუჩნდათ
სანატორიუმის ძველ შენობაში მცხოვრები 80 ოჯახი სამინისტროსგან რეაგირებას ყოველდღე ელოდება. დევნილებს დახმარების იმედი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც მათი მდგომარეობით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიული ორგანო დაინტერესდა.

„სამინისტროს დავალებით სანატორიუმ „ლიკანში“ ჩავედით. შენობას ფოტოები გადავუღეთ და სამინისტროში ჩავიტანეთ. მინისტრს იქ არსებული მდგომარეობა სიტყვიერადაც აუხსენი“, - ამბობს სამინისტროს შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ გვიმრაძე.

რა ბედი ელით დევნილებს, რომლებიც ავარიულ შენობაში გამოსახლების შიშით ცხვორობენ, ამის გარკვევა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში დღეს ‘სამხრეთის კარიბჭემაც’ სცადა. როგორც სამინისტროს პრესსამსახურში განგვიცხადეს, წლის ბოლომდე მათ ახალ შენობაში შეასახლებენ.

„მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს ბორჯომის ყოფილი სამშობიაროს რეაბილიტაციას. ამ შენობას შევტავაზებთ დევნილებს“, - გვიპასუხა პრესსამსახურის უფროსმა ეკა გულუამ.

ბორჯომში მცხოვრები დევნილების ბედით, Sknews.ge-ზე გამოქვეყნებული მასალის შემდეგ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტიც დაინტერესდა. დევნილების დახმარების თხვონით სამინისტროს აღნიშნულმა კომიტეტმაც მიმართა.
სტატია სათაურით ‘დევნილების გაუსაძლისი ცხოვრება’ ლიკანში sknews.ge-ზე 15 ივნისს გამოაქვეყნდა. სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარემ ეკა ბესელიამ დევნილების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვთხოვა.

24 ივნისს ‘სამხრეთის კარიბჭემ’კომიტეტის თავჯდომარეს ამ თემაზე ვრცელი ინფორმაცია გაუგზავნა. 27 ივნისს კი კომიტეტმა ვრცელი წერილით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართა.

კომიტეტი სამინისტროს ლიკანში მცხოოვრები 80 ოჯახის საცხოვრებელი ფართით ან კომპენსაციით დაკმაყოფილებას სთხოვს.

„მე, როგორც ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი, პირადად ვიცნობ მათ პრობლემებს. ნამდვილად გაუსაძლისია ის ვითარება, სადაც დევნილებს უწევთ ცხოვრება. სანატორიუმში არ არის ელემენტარული პირობები. დევნილებს არააქვთ სასმელი წყალი, გაზი, მოუწესრიგებელია ელექტროგაყვანილობა, სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობაზე კი საუბარი ზედმეტია. გთხოვთ, სათანადო ყურადღებას და რეაგირებას, რათა დევნილები დაკმაყოფილდნენ კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ფართებით ან შესაბამისი, კუთვნილი კომპენსაციით“, - ნათქვამია წერილში, რომელსაც ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე აწერს ხელს.

დევნილები წერილს კომიტეტიდანაც ელოდებიან.

„როგორც კომიტეტიდან გვაცნობეს, როგორც კი სამინისტროსგან წერილს მიიღებენ, ასლს ჩვენც გადმოგვიგზავნიან“, - ამბობს გივი როსტობაია.

დევნილებმა სიტყვიერი დაპირება ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობისგანაც მიიღეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დევნილებს შენობის მესაკუთრის შესახებ უნდა აცნობოს.

„რამდენიმე დღის წინ ბორჯომის გამგებელთან ისევ მივედი. მითხრა, რომ კორპუსის მფლობელის ვინაობას გარკვეული მიზეზების გამო ვერ ასახელებს. თუმცა, დამპირდა, რომ ახლო მომავალში გვეტყვის“, -ამბობს როსტობაია.

შეგახსენებთ, სანატორიუმის ოთხსართულიან კორპუსში, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი, 80 ოჯახი ცხოვრობს. 1937 წელს აშენებული შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. პირველ სართულზე ცხოვრება შეუძლებელია. დევნილებს საცხოვრებელი პირობები მეორე სართულზეც აღარ აქვთ. რამდენიმე ოთახს იატაკი და ჭერი, ფაქტობრივად, აღარ აქვს.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

"ლიკანში" მცხოვრები დევნილების ბედი ისევ გაურკვეველია
ლიკანში მცხოვრებმა დევნილებმა საცხოვრებელი უნდა აირჩიონ
ბორჯომში დევნილებს ბინებს უნაწილებენ
რატომ არ მოსწონთ დევნილებს 45-ლარიანი შემწეობა?
დევნილებს გამოსაზამთრებლად 200-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ
დევნილების გაუსაძლისი ცხოვრება ”ლიკანში”
რა კრიტერიუმებით შეარჩევენ იმ დევნილებს, ვინც ბორჯომში ახალ ფართს დაიკავებს?