FM97.5 / LIVE

არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიზნით საგრანტო კონკურსი ცხადდება

მთავარისამართალი 25.09.2013
ამერიკულმა ორგანიზაციამ PH International-მა, ახალციხის არასამათავრობო ორგანიზაციებს, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგრანტო კონკურსის პირობები გააცნო და კონკურსში მონაწილეობა შესთავაზა.

არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიზნით საგრანტო კონკურსი ცხადდება
პროექტის პრეზენტაციას, რომელიც დღეს ახალციხეში, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში შედგა, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტი, „საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის“ (GE GALLS), რომლის მიზანია სათემო ინიციატივების ხელშეწყობა არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიზნით, ასევე სასკოლო პრევენციული პროგრამებისა და განრიდებისა და მედიაციის პროგრამის განვითარების ხელშეწყობა, საქართველოს 4 ქალაქში: თელავში, ხაშურში, ახალციხესა და ფოთში ხორციელდება. ქალაქები არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პროცენტულობის მიხედვით შეირჩა.

კონკურსში მონაწილოების მსურველმა უნდა შეავსოს ონლაინ სააპლიკაცია ფორმა ვებ-გვერდზე http://www.ph-int.org/ge-calls/. განაცხადის შევსებამდე მსურველმა საიტზე რეგისტრაცია უნდა გაიაროს. აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა 15 ოქტომბერია.

როგორც პროგრამის ხელმძღვანელი თინათინ ებანოიძე განმარტავს, პროექტებს ორი კვირის ვადაში შეარჩევენ, განხორციელება კი 10 ნოემბრიდან დაიწყება: “ჩვენი მიზანია თემის ინტერესებზე და ბავშვების ინტერესებზე მორგებული სხვადასხვა სერვისებისა და აქტივობების წახალისება“.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ზემოთდასახელებულ ოთხ ქალაქში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს და ადგილობრივ საინიციატივო ჯგუფებს. პროექტის განხორვიელების ვადები 3 და 6 თვეა და მაქსიმალური ბიუჯეტი 5.500 აშშ დოლარია.

პროექტით გათვალისწინებული ყველა აქტივობა განკუთვნილი უნდა იყოს უფროსკლასელ მოსწავლეებზე. თითოეულ ქალაქში პროგრამა შეარჩევს 5 პარტნიორ სკოლას, ყველა აქტივობაში მინიმუმ 20 მოსწავლე უნდა იყოს ჩართული.

„საკმაოდ საინტერესო პროექტია. ჩვენი ორგანიზაცია შეეცდება კონკურსში მონაწილობას.საინტერესოა ისიც, რომ საჯარო სკოლის მოსწავლეებთან მოგვიწევს ურთიერთობა და ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს“,-ამბობს ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორი მზია ინასარიძე.

„საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის“ (GE GALLS) ხორციელდება შშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ სტრუქტურებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის ფილიალი საქართველოში.
პროგრამის პარტნიორები არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საგრანტო კონკურსი საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებისთვის
ახალციხეში არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაზე იმსჯელეს
ევროკავშირის მხარდაჭერით ახალქალაქში სოფლის განვითარების პროექტი იწყება
„ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ ახალი პროგრამა დაიწყო
სამოქალაქო განათლების პროგრამამ ექვსთვიანი მუშაობა შეაჯამა
ხვალ ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართება
ახალციხეში განრიდების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა