FM97.5 / LIVE

ევროკავშირის მხარდაჭერით ახალქალაქში სოფლის განვითარების პროექტი იწყება

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 19.04.2017
ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით ახალქალაქში სოფლის განვითარების პროექტი იწყება . პროექტის პრეზენტაცია ახალქალაქში დღეს, 19 აპრილს გაიმართება.

ევროკავშირის მხარდაჭერით ახალქალაქში სოფლის განვითარების პროექტი იწყება

პრეზენტაციას საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, ასევე, კერძო, არასამთავრობო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები და ახალქალაქის მცხოვრებლები (რომლებიც პროექტის პოტენციურ ბენეფიციარებად მოიაზრებიან) დაესწრებიან.

პროექტს „სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში“, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი (GRDD/GIPA), ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის პარტნიორები არიან მერსი ქორფსი, ELVA საზოგადოებრივი ჩართულობა და დასავლეთ კორკის განვითარების პარტნიორობა.

პროექტის მიზანია ქვემოდან ზემოთ მიმართული, ინკლუზიური გადაწყვეტილებების დანერგვა, რომელიც ახალქალაქის თემებისა და ადგილობრივ ჯგუფების სრულ ჩართულობას ითვალისწინებს. განსაკუთრებული აქცენტი ქალებსა და ახალგაზრდებზე გაკეთდება.

პროექტის ფარგლებში, კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ადგილობრივი განვითარების ჯგუფებს (LAG) შექმნიან. ეს ჯგუფები მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და გამოწვევების გაანალიზების საფუძველზე, სოფლების განვითარების პრიორიტეტებს განსაზღვრავენ და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიას შეიმუშავებენ. ადგილობრივი სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, ადგილობრივი ჯგუფი კონკურსის წესით აირჩევს და დააფინანსებს ადგილობრივი განვითარების პროექტებს. საგრანტო კონკურსში მონაწილეობას ნებისმიერი მსურველი შეძლებს. ეს შესაძლებელია იყოს ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, ინდმეწარმე, ორგანიზაცია, საინიციატივო ჯგუფი თუ სხვა. საგრანტო კონკურსისთვის ახალქალაქის რაიონში გამოყოფილია, დაახლოებით, 1 მილიონი ევრო.

ევროკავშირი ხელს უწყობს, სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) დახმარებით, რომელიც საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება. 2013-2019 წლებისათვის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ბიუჯეტი საქართველოში 102 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებს ახალციხეში ტრენინგზე იწვევენ
ოთარ დანელია: ევროკავშირის ფინანსური დახმარებით სოფლის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა იწყება [R]
FAO–მ სოფლის მეურნეობის პროდუქტების საბაზრო ფასების მონიტორინგი დაიწყო
ახალციხეში სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიას განიხილავენ
ოთარ დანელიამ კატერინა მატერნოვასთან ერთად ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებული კოოპერატივები დაათვალიერა [R]
იოჰანეს ჰანმა  კოოპერატივი და აგროსერვის ცენტრი დაათვალიერა [R]
ახალქალაქში ევროპის დღეები აღნიშნეს