FM97.5 / LIVE

'პარიჟის გამოფენაზედ' გაგზავნილი ნაქარგები – ვინ იყო ნატალია გიორგაძე

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.07.2019
მეოცე საუკუნის დასაწყისში, პარიზში, გამოფენაზე გაიგზავნა ნატალია გიორგაძის მიერ მოქარგული ქართველ მეფეთა გერბი და საქართველოს რუკა. ამ ნამუშევრებმა ოქროს მედალი დაიმსახურა. ახალციხის ქალთა უფასო სკოლის კურსდამთავრებულის, ნატალია გიორგაძის ისტორია.

'პარიჟის გამოფენაზედ' გაგზავნილი ნაქარგები – ვინ იყო ნატალია გიორგაძე

მის შესახებ ვრცლად ინფორმაცია არ არსებობს. ცნობილია, რომ ის ახალციხის ქალთა უფასო სკოლის ერთ–ერთი წარჩინებული კურსდამთავრებული იყო.

სკოლის დამთავრების შემდეგ, მშობლები ნატალია გიორგაძეს, განათლების მისაღებად, კონსტანტინეპოლის დედათა მონასტერში აგზავნიან, სადაც ის მონაზვნად აღკვეცეს და სახელად ანა უწოდეს.

ვიცით ასევე, რომ კონსტანტინეპოლიდან რამდენიმე წლის შემდეგ ის გაგზავნეს საფრანგეთში, ქალაქ მოასკაში – დედათა მონასტერში. იქ მან რვა წელი დაჰყო. შეისწავლა უცხო ენები; დახელოვნდა ქსოვაში, ჭრა–კერვასა და ქარგვაში.

ნატალია გიორგაძე საფრანგეთიდან ისევ კონსტანტინეპოლში ჩადის და, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, სამშობლოში ბრუნდება.
ცნობილია, რომ მშობლიურ ქალაქში ხელსაქმეს ასწავლიდა როგორც გოგონებს, ასევე ოჯახის ქალებს.

საზოგადო მოღვაწის, გამომცემლის, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარის, ზაქარია ჭიჭინაძის ცნობით, ნატალია გიორგაძეს მოუქარგავს საქართველოს მეფეთა გერბი, რუკა, რომლებიც გაიგზავნა პარიზის გამოფენაზე.

1901 წელს ზაქარია ჭიჭინაძე წერს: „ამ ქალს ქსოვის დიდი ნიჭიერების ნიშან–მადლი სცხია. მან მოქსოვა შესანიშნავის ხელოვნებით საქართველოს მეფეთა გერბი, რუკა და სხვა ამდაგვარები, რომლებიც გაგზავნილი იქნა პარიჟის გამოფენაზედ. რის გამო მას ნიშნად კარგის ხელოვანისა ნიჭიერების ოქროს მედალიც მოუვიდა, რასაკვირველია თავის შესაფერისი პატივისცემით.“

ნატალია გიორგაძე ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა ახალციხეში. დაკრძალულია რაბათში – კათოლიკეთა სასაფლაოზე.

ისტორიკოსი ნატო ყრუაშვილი ახალციხის ქალთა უფასო სკოლის როლზე საუბრობს:

„ ...ისინი ქართული კულტურის პროპაგანდასაც ეწეოდნენ. თავიანთი საქმიანობით, მოკრძალებული წვლილი შეიტანეს ეროვნული საუნჯის შექმნასა და გამდიდრებაში. ხოლო პედაგოგიური მოღვაწეობით, ქართულ ხელოვნებას მრავალი ქომაგი და დამცველი აღუზარდეს.“

მასალა მომზადებულია ნატო ყრუაშვილის წიგნის – „ქალთა კულტურულ–საგანმანათლებლო საქმიანობა სამცხე–ჯავახეთში“ – მიხედვით.

[გულო კოხოძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქართველ კათოლიკე ქალთა ამაგი
ანას სკოლა
'ხელოვანი როზა ივანეს ასული მეფისაშვილი'
ელენე დიდიმამიშვილის ისტორია  [Video]
ქალთა სკოლა ახალციხეში
უფასო სამართლებრივი კონსულტაცია ეთნიკური უმცირესობების ქალებს
ისტორიიდან გამქრალი ქალები – თამთა მელაშვილის საჯარო ლექცია ახალციხეში