FM97.5 / LIVE

ქართველ კათოლიკე ქალთა ამაგი

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.08.2019
რაბათის უფასო ქალთა სკოლის ეროვნულ – პოლიტიკური მნიშვნელობა და სახელოვანი კურსდამთავრებულების ცხოვრება–მოღვაწეობა.

ქართველ კათოლიკე ქალთა ამაგი

აღათია გოზალიშვილი

აღათია გოზალიშვილი ქართველი კათოლიკე, სოფელ არლიდან იყო, რომელმაც რაბათის უფასო ქალთა სკოლა დაამთავრა.
ვრცელი ინფორმაცია მის შესახებ არ არსებობს, ცნობილია ის რომ სკოლის დასრულების შემდეგ განთლება კონსტანტინეპოლის დედათა მონასტერში, შემდეგ კი საფრანგეთში მიიღო.

მას მიღებული აქვს ხელსაქმის კარგად მცოდნის მოწმობა, პარიზში, გამოფენაზე გაგზავნილი ნამუშევრის მეფეთა გერბის გამო.
ის მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს საქართველოში დაბრუნდა და თბილისში ქართველ კათოლიკეთა მონასტერთან არსებულ ქალთა სამრევლო სკოლაში ასწავლიდა გოგონებს ხელსაქმეს.

„აღათია გოზალიშვილი არის მღვთის მოსავი მოლოზანი, თავმდაბალი და ცხოვრების სამაგალითო თვისებებით დაგვირგვირგვინებული“, – წერს საზოგადო მოღვაწე, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი ზაქარია ჭიჭინაძე.

ნინო ჯვარიძე

რაბათის უფასო ქალთა სკოლის კურსდამთავრებულია ნინო ჯვარიძე. მან წარმატებით დაასრულა სასწავლებლის ოთხწლიანი კურსი, თუმცა შემდგომ სწავლის გაგრძელება უსახსრობის გამო სხვაგან ვეღარ შეძლო. იგი წლების განმავლობაში პედაგოგიურ მოღვაწეობას მშობლიურ სასწავლებელში ეწეოდა. ის მესხ გოგონებს ასწავლიდა ხელსაქმეს.

რაბათის ქალთა სკოლის მრავალმხრივ მნიშვნელობაზე არაერთი ისტორიკოს საუბრობს და წერს.

„...ანა ღოღობერიძის მიერ დაარსებულ სკოლას მრავალმხრივი მნიშვნელობა ჰქონდა. იქ მისული გოგონები იღებდნენ დაწყებით განათლებას და სწავლობდნენ ხელსაქმეს. ე.ი. ხდებოდა მათი პრაქტიკული მომზადება რეალური ცხოვრებისათვის. ... გარდა იმისა რომ უმაღლეს წარმატებებს აღწევდნენ და წარმოაჩენდნენ თავიანთ თავსაც და საქართველოსაც, ამავე დროს ისინი ქართული კულტურის პროპაგანდასაც ეწეოდნენ“, – წერს ისტორიკოსი, ნატო ყრუაშვილი.

ზაქარია ჭიჭინაძე წერს: „ამათი ამაგი ქართველ კათოლიკეთ ქალების წყალობით მესხეთს და ჯავახეთის მართმადიდებელ ქართველთ სოფლის ქალებზედ მოეფინება. ახალციხისა და ახალქალაქის მაზრის ქართველი ქალები ტანიდან მალე მოიცილებენ თათრულს წითელ ტანთსაცმელს, ფართუკებს და ასეთს არა ქართულ წეს–ჩვეულების სამოსის ნაკრებს, რასაც მძლავრად ამჩნევია ჩვენ მტერთა ოსმალთა განვლილ დროთა დიდი გავლენის ბრჭყალები“.

[გულო კოხოძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'პარიჟის გამოფენაზედ' გაგზავნილი ნაქარგები – ვინ იყო ნატალია გიორგაძე
ანას სკოლა
ქალთა სკოლა ახალციხეში
'ხელოვანი როზა ივანეს ასული მეფისაშვილი'
ხიზაბავრელი  თერეზინა
ისტორიიდან გამქრალი ქალები – თამთა მელაშვილის საჯარო ლექცია ახალციხეში
ქალთა ჩემპიონატი ფრენბურთში