FM97.5 / LIVE

ელენე დიდიმამიშვილის ისტორია [Video]

მთავარისაზოგადოება 19.05.2016
სამცხე-ჯავახეთის სტორიის მუზეუმის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ისტორიკოსი ნატო ყრუაშვილი მესხი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ელენე დიდიმამიშვილის შესახებ.

ელენე დიდიმამიშვილის ისტორია  [Video]

ელენე დიდიმამიშვილი 1919 წლის 15 აპრილს ქ. ახალციხეში - რაბათში (ქალაქის ძველ ნაწილში) დაიბადა, ცნობილი განმანათლებლისა და საზოგადო მოღვაწის ზაქარია დიდიმამიშვილის ოჯახში. დიდიმამიშვილები მესხეთში საცხოვრებლად ქართლიდან - დიდმამიანთ კარიდან (გორის რაიონი) გადმოსახლებულან XIX საუკუნის დამდეგს. დიდიმამიშვილების გვარში სამი დიდი პიროვნება აღიზარდა: ზაქარია, ელენე და მარგალიტა, რომელთა მემკვიდრეობა სრული სახით დაცულია სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმში


ვიდეო მომზადებულია ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში, აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ACCESS-ს პროგრამის ფარგლებში

ელენე დიდიმამიშვილი 1927 წლიდან სწავლობდა ახალციხის #1 საშუალო სკოლაში. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სკოლის სიმებიან ორკესტრს, იყო კლასის ხელნაწერი ლიტერატურული ჟურნალის “განთიადის” რედკოლეგიის წევრი. 1937 წელს - სკოლის დამთავრების შემდეგ დროებით მსახურობდა ქალაქის ბიბლიოთეკაში, იყო დაწყებითი სკოლის მასწავლებელიც. 1938 წელს ჩაირიცხა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტზე - რუსულ სექტორზე. სამამულო ომის პერიოდში ერთი წლით იმყოფებოდა აკადემიურ შვებულებაში. ამ პერიოდში მუშაობდა გაზეთის - “წითელი დროშა” - რედაქციაში პასუხისმგებელ მდივნად, ხოლო 1943 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ახალციხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი. მუშაობდა მესხეთის თეატრშიც მოკარნახედ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ახალციხეში მშობლიურ სკოლაში, სასოფლო-სამეურნეო და ეკონომიკურ ტექნიკუმებში.

1946 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა თბილისში დასთან და დედასთან ერთად. სწორედ იმ ხანებში იწყება მისი აქტიური პოეტური შემოქმედება.

ელენე დიდიმამიშვილს, როგორც პოეტს ქართველმა საზოგადოებამ სიცოცხლეშივე მიაგო პატივი. 1990 წელს აღინიშნა მისი დაბადებიდან 70 წლის იუბილე. 1996 წელს კი მშობლიურ ქალაქში აღინიშნა მისი პოეტური მოღვაწეობის 70 წელი.

ელენე დიდიმამიშვილის ისტორია  [Video]

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ელენე დიდიმამიშვილის საიუბილეო საღამო ახალციხეში ®
ახალციხეში ელენე დიდიმამიშვილის საიუბილეო საღამო გაიმართება ®

ახალციხეში სომეხი მხატვრის ვაჰრამ გაიფეჭიანის დაბადებიდან 140 წლის იუბილე აღნიშნეს
ვინ არის ინგა ვარდიძე
2016 წლის პირველი ახალშობილები ახალციხეში
ქალთა სკოლა ახალციხეში
ვისი მემორიალური  დაფები გაიხსნა ახალციხეში