FM97.5 / LIVE

ისტორიიდან გამქრალი ქალები – თამთა მელაშვილის საჯარო ლექცია ახალციხეში

მთავარისაზოგადოება 29.03.2016
ეკატერინე გაბაშვილი, ნინო ტყეშელაშვილი და ლიდია მეგრელიძე –XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე, ისტორიიდან გამქრალი ქალები და ანა ღოღობერიძე–მუსხელიშვილის ინიციატივით დაარსებული ქალთა სასწავლებლები ახალციხეში, ვალესა და ბორჯომში.

ისტორიიდან გამქრალი ქალები – თამთა მელაშვილის საჯარო ლექცია ახალციხეში
დღეს, 29 მარტს, ახალციხეში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ფემინიზმის ისტორიას გადაავლეს თვალი და ის ქალები გაიხსენეს, რომლებიც გასული, XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე, დიდი ძალისხმევის ფასად მუშაობდნენ ქალთა გაანათლებასა და გააქტიურებაზე და რომლებმაც ქალთა მოძრაობების ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანეს.

შეხვედრაზე ეკატერინე გაბაშვილის, ნინო ტყეშელაშვილის,ლიდია მეგრელიძისა და ანა ღოღობერიძე–მუსხელიშვილის ისტორია გაიხსენეს.
ისტორიიდან გამქრალი ქალების ამბებს ადგილობრივებს მწერალი, ფემინისტი და მკვლევარი თამთა მელაშვილი უამბობდა. მათი ისტორიები მწერალმა თავად, საარქივო მასალებზე დაყრდნობით შეკრიბა. თუმცა, როგორც ამბობს, ეს ადვილი არ ყოფილა.

ფემინისტი მწერალი ამბობს, რომ გენდერული უთანასწორობა საარქივო მასალებშიც კი იგრძნობა, – ბევრად მეტი ინფორმაცია მოიპოვება საზოგადო მოღვაწე მამაკაცებზე, ვიდრე ქალებზე. მასალის სიმწირე თავად ქალების ქმედებითაც აიხსნება, ხშირად ქალები თავად ანადგურებდნენ მათზე ინფორმაციას, რადგან მათ სამოქალაქო აქტივიზმს საბჭოთა რეჟიმი დანაშაულად უთვლიდა. ამიტომ, ხანდახან გიწევს ქალების მონაცემები მათი ახლობელი კაცების, ქმრებისა და ძმების ისტორიებში ეძებო.

თამთა მელაშვილი ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში, ახალციხეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მოწვევით, სტუმრობდა. მას აუდიტორიისთვის სამი ქალის, ეკატერინე გაბაშვილის, ნინო ტყეშელაშვილისა დალიდია მეგრელიძის ისტორია უნდა მოეთხრო. თუმცა, ვინაიდან სამცხე–ჯავახეთში იყო, ამ კუთხეში მოღვაწე ქალებიც გაიხსენა. კერძოდ, ანა ღოღობერიძე–მუსხელიშვილი, რომლის ინიციატივით რეგიონში ქალთა საგანმანათლებლო დაწესებულებები დაარსდა.

ანა ღოღობერიძე–მუსხელიშვილის მიერ დაარსებულ ქალთა სკოლებზე მონაცემებს იმდროინდელი გამოცემები „კვალი“ და „ივერია“ ინახავს. საგანმანათლებლო დაწესებულებები ახალციხეში, ვალესა და ბორჯომში ყოფილა.

„ამ სკოლებმა საქართველოში ქალთა განათლების კუთხით დიდ როლი ითამაშა“, – ამბობს მწერალი.

ეკატერნე გაბაშვილს ქუთაისში ქალთა პროფესიული სასწავლებელი დაუარსებია, სადაც დაბალი ფენის წარმოამდგენელ ქალებს შეეძლოთ სახვადასხვა სახის საქმე ესწავლათ და საქმიანობაში გამოეყენებინათ, რათა ეკონომიურად დამოუკიდებელნი გამხდარიყვნენ.

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში, ეკატერინე გაბაშვილის მსგავსად, საზოგადოებაში ქალების როლის გაძლიერებისათვის მუშაობდნენ ნინო ტყეშელაშვილი და ლიდია მეგრელიძე. საარქივო მასალების მიხედვით, ისინი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ჩადიოდნენ და ქალებს ზოგად განათლებას აძლევდნენ. გარდა ამისა, ისინი როგორც სამწერლო, ასევე პუბლიცისტურ საქმიანობას ეწეოდნენ.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საჯარო ლექციას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებული ქალები დაესწრნენ.

„საზოგადოებამ ამ ქალების შესახებ ბევრი რამ უნდა გაიგოს. მეცხრამეტე საუკუნეში ქალების აქტიურობა შეიმჩნეოდა, თუმცა ჩვენ აქამდე ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. ასეთი მაგალითები სჭირდება თანამედროვე საზოგადოებას“, – ამბობს ახალციხის ქალთა ოთახის მენეჯერი ნინო რუხაძე.

საჯარო ლექცია, რომელიც ქალთა ისტორიის თვეს მიეძღვნა, დისკუსიით დასრულდა. დამსწრეებმა საქართველოში ქალების დღევანდელ მდგომარეობაზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მიუხედავად დამოუკიდებლობის დიდი მცდელობისა ქალები, გარკვეულ ჩარჩოებში მაინც ექცევიან, რის გამოსასწორებლადაც კიდევ ბევრი აქტივობაა განსახორციელებელი.

36 წლის მწერალი, ფემინისტი, მკვლევარი, თამთა მელაშვილი არის ავტორი წიგნებისა: „გათვლა“ და „აღმოსავლეთით.“ მან გენდერისმაგისტრის ხარისხი მიიღო ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (2008) და ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის ფაკულტეტზე ასწავლის კურსს: „ქალთა ისტორიის შექმნა: თეორიები, მეთოდოლოგიები, არქივები. ქალების ისტორიის შესახებ, თამთა მელაშვილის მიერ მოპოვებული ინფორმაცია მეცხრამეტე საუკუნუს 60–იანი წლებიდან იწყება.

ქალთა ისტორიის თვე ყოველ წელს აღინიშნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამ თვის აღნიშვნის მიზანია ისტორიიდან გამქრალი ქალების, მათი როლის და მიღწევების უკან დაბრუნება და ისტორიაში მათი მნიშვნელობის ხელახალი დამკვიდრება.

ისტორიიდან გამქრალი ქალები – თამთა მელაშვილის საჯარო ლექცია ახალციხეში

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში მწერალ თამთა მელაშვილის საჯარო ლექცია გაიმართება
ახალციხის „ქალთა ოთახმა“ მუშაობა შეაჯამა
დისკუსია თემში მცხოვრებ ქალთა საჭიროებებზე
ახალციხეში ქალების პოლიტიკაში ჩართულობაზე იმსჯელეს
8 მარტს ახალციხე ქალების უფლებებისთვის მსვლელობას შეუერთდება
ქალი და ძალადობა
‘მსოფლიო ქალთა ისტორიები’ – კონფერენცია ახალციხეში