FM97.5 / LIVE

ბიძინა ივანიშვილმა ხალხს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა

მთავარიპოლიტიკა 24.11.2013
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თანაგუნდელებსა და საქართველოს მოსახლეობას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

ბიძინა ივანიშვილმა ხალხს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა
"მადლობა მინდა გითხრათ ყველას, პარტია "ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“, კოალიცია "ქართული ოცნების“ ლიდერებს, კოალიციაში შემავალ ყველა პარტიას, თითოეულ წვერს ჩემთან ერთად ხალხისა და ქვეყნის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობის გაზიარებისთვის. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ხალხს, რომელმაც დაიჯერა, მენდო და ბოლომდე გამომყვა ბრძოლაში, ხალხს, რომელმაც ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში გამოიჩინა სიბრძნე და მოთმინება, დიდი გამბედაობა და თავდადება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე.

მისივე განცხადებით, ბოლო ერთ წელიწადში საქართველომ დაამტკიცა რომ ცივილიზებული ქვეყანაა.

"ჩვენ ყველამ ერთად დავიბრუნეთ ჩვენი სამშობლო და ამ ერთ წელიწადში საოცრება მოვახდინეთ, ყველას დავუმტკიცეთ, რომ ცივილიზებული ერი ვართ, ევროპული ღირებულებების ერთგული ხალხი ვართ, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყანა ნამდვილად ევროპულ სახელმწიფოდ ვაქციოთ, ნამდვილად დემოკრატიულ საზოგადოებაში ვიცხოვროთ.

ამ ერთ წელიწადში ჩვენ დავამსხვრიეთ მითი, რომ ნაციონალების წასვლით ეს ქვეყანა ზურგს აქცევდა ევროპას, დაინგრეოდა და დემოკრატია დასამარდებოდა. ყველა, ჩვენთანაც და დასავლეთშიც, კარგად მიხვდა, რომ ეს იყო ტყუილი, რომ დემოკრატია ამ 9 წლის განმავლობაში იყო მოჩვენებითი და დემოკრატიის მიღწევებზე ლაპარაკი ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ დასავლეთისთვის თვალის ახვევას, მხოლოდ ნაციონალების კეთილდღეობას და იმიჯის შენარჩუნებას ემსახურებოდა.

27 ოქტომბერს, პრეზიდენტის არჩევნებით, ჩვენ საბოლოოდ დავუსვით წერტილი ავტორიტარულ, სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებულ რეჟიმს. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს დიდი გამარჯვება" - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

შეგახსენებთ, დღეს, 24 ნოემბერს, პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა მიმდინარეობს. ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარისა და მდივნის კანდიდატურები დასახელდა. ამავე ყრილობაზე აირჩევენ პოლიტსაბჭოს წევრებს. ბიძინა ივანიშვილი კი პოლიტიკიდან ოფიციალურად წავა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ირაკლი ღარიბაშვილის მადლობა
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ 24 ნოემბერს განაცხადებს
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის
სპორტის სასახლეში ”ქართული ოცნების" ყრილობა მიმდინარეობს
ბიძინა ივანიშვილი: 'პარტიას საიმედო ხელში ვტოვებ'
ბიძინა ივანიშვილი 'ქართული ოცნების' თავმჯდომარე იქნება
‘ოცნება’ პარტიის თავმჯდომარეს და განახლებულ პოლიტსაბჭოს აირჩევს