FM97.5 / LIVE

რეგიონში ჩახალიანის განცხადებას აფასებენ

მთავარიპოლიტიკა 19.09.2013
წინასაარჩევნოდ დაგეგმილი პროვოკაცია, უსაფუძვლო განცხადება თუ დაფარული პრობლემა, რომელზეც სახელმწიფომ უნდა იმსჯელოს; რა შეფასებას აძელვენ სამცხე-ჯავახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ვაჰაგნ ჩახალიანის განცხადებას

რეგიონში ჩახალიანის განცხადებას აფასებენ
"ერთიანი ჯავახკის" ლიდერმა ვაჰაგნ ჩახალიანმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს გუშინ განცხადებით მიმართა. იგი მოითხოვს, რომ სომხურ ენას რეგიონული სტატუსი მიენიჭოს, ყველა სადავო ეკლესია სომხეთის საპატრიარქოს გადაეცეს, ასევე გაიხსნას სომხური სკოლები, უკვე არსებულ სომხურ სკოლებში კი მოსწავლეებს სომხეთის ისტორიის შესწავლის უფლება მიეცეთ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ წარმომადგენელი გია ანდღულაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში კომპაქტურად დასახლებულ ეთნიკურ უმცირესობებში, მით უფრო სომხებსა და აზერბაიჯანელებში ბევრი გადაუწყვეტელი პრობლემაა და მათი გადაჭრის გზებზე სახელმწიფომ უნდა იფიქროს.

„ამ პრობლემებზე ეთნიკური ჯგუფების ლიდერები ისაუბრებენ თუ მათი რიგითი წარმომადგენლები, მნიშვნელოვბა არ აქვს. ფაქტია, რომ ეს საკითხები ამ ადამიანებს აწუხებთ“, - ამბობს ანდღულაძე.

მისი თქმთ, თუ აქცენტს არ გავაკეთებთ ჩახალიანის განცხადების ფორმაზე და არ ვიტყვით რომ, ის არის რადიკალური და სასტიკი, სახელმწიფოს და რეინტეგრაციის სამინსიტროს აუცილებლად მოუწევს ამ საკითხებზე ფიქრი.

„ჩახალიანის განცხადება ძალიან რადიკალურია და ბუნებრივია, არ ვფიქრობ, რომ ერთი ხელისმოსმით სადავო ეკლესიები გადავცეთ სომხურ მხარეს, ან აუცილებლად ვაღიაროთ ჯავახეთში სომხური სახელმწიფო ენად და ა. შ. მაგრამ ფაქტია, რომ პრობლემა პრობლემად რჩება და ამ საკითხებს გადაწყვეტა სჭირდება“, - აცხადებს ანდღულაძე.

არ იზიარებს მის მოსაზრებას ადიგენში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დარბაზის“ ხელმძღვანელი გოდერძი კუბლაშვილი. იგი ჩახალიანის განცხადებას უარყოფით შეფასებას აძლევს და ამბობს, რომ „ჯავახკის“ ლიდერი არ მიაჩნია იმ დონის პიროვნებად, რომლის განცხადებებზეც სახელმწიფომ უნდა იმსჯელოს: „თუ ჩახალიანი სომხეთის პრეზიდენტად იყრის კენჭს მხარს სიხარულით დავუჭერ“.

არასერიოზულად მიჩნევს და წინასაარჩევნო პროვოკაციად აფასებს ჩახალიანის განცხადებას, ასოციაცია „ტოლერანტის“ თავმჯდომარე ცირა მესხიშვილი: „ის არ არის არც პოლიტიკური ფიგურა და არც ავტორიტეტი. მას უნდა, რომ რაღაცით გამოიჩინოს თავი. ვინ ჰკითხავს ჩახალიანს ეკლესიების სომხებზე გადაცემას?! ჯერ ის უდნა გაირკვეს რომელი ეკლესიაა ქართული და რომელი სომხური“.

მესხიშვილის მოსაზრებას იზიარებს, ახალქალაქში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაიცა „ქალები ჯავახეთის მომავლისთვის“ დირექტორი დალი აღდგომელაძე:

„ჩახალიანი არასერიოზული ადამიანია. მისი აზრი არ არის მნიშვნელოვანი არც ჩემთვის და არც მოსახლეობისთვის. ასე ის პიარს იკეთებს და ჰგონია, რომ რაღაცას წარმოადგენს. ჯავახეთში მის მოსაზრებას უმრავლესობა ნამდვილად არ იზიარებს, ამიტომ არ აქვს უფლება, რომ ილაპარაკოს ჯავახეთის სახელით“, - ამბობს აღდგომელაძე.

{თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჩახალიანის მიმართვა პრეზიდენტობის კანდიდატებს
ვაჰაგნ ჩახალიანის ძმა დააკავეს
ვაჰაგნ ჩახალიანს ორ თვეში გაათავისუფლებენ
 ვაჰაგნ ჩახალიანს ახალქალაქში დახვედრა მოუწყეს

ვაჰაგნ ჩახალიანის ძმა პატიმრობაში რჩება
ჩახალიანის ოჯახმა არმენ ჩახალიანის დაკავება გაასაჩივრა
სააკაშვილი ჩახალიანს: 'შენ უნდა გამასამართლო? შენ კრიმინალმა უნდა გამასამართლო?' [photo/video]