FM97.5 / LIVE

‘თორმა’ და ‘აბულმა’ შინ გაიმარჯვეს, ‘მესხეთი’ კი თბილისში დამარცხდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.06.2019
სამცხე-ჯავახეთის გუნდებმა რეიგიონულ ლიგაში მეორე წრის პირველი მატჩები გამართეს. ახალციხის საფეხბურთო კლუბი „აკადემია მესხეთი“, ბორჯომის „თორი“ და ახალქალაქის „აბული“ რეგიონული ლიგის ქვედა ჯგუფებში დარჩენისთვის იბრძვიან.

‘თორმა’ და ‘აბულმა’ შინ გაიმარჯვეს, ‘მესხეთი’ კი თბილისში დამარცხდა

ბორჯომის „თორმა“ თბილისის „35 საფეხბურთო სკოლა“ ბორჯომის ცენტრალურ სტადიონზე მიიღო და 2-1 დაამარცხა. ახალციხის „აკადემია მესხეთი“ კი „ცხუმთან“ თბილისში, ანგარიშით 3-1 დამარცხდა.

„დაძაბული ბრძოლა იყო, ვეცდებით მოგებების სერია განვაგრძოთ. მიზანი ზედა ექვსეულში დარჩენაა, რომ მომავალ წელს „ლიგა სამში“ აღზევებისთვის ვიბრძოლოთ“, - გვითხრა „თორის“ მთავარმა მწვრთნელმა ვასილ ფირცხალავამ.

გამარჯვება მოიპოვა ახალქალაქის „აბულმაც“. 11 ივნისს ახალქალაქელებმა „ივერია 2017“-ს უმასპინძლეს და 4-2 დაამარცხეს.

სამივე გუნდი რეგიონული ლიგის ზედა ექვსეულში ადგილისთვის და ფეხბურთის ფედერაციისგან დაფინანსების შენარჩუნებისთვის იბრძვის.

გუშინ გაიმართა კიდევ ერთი ბორჯომული გუნდის „ბორჯომის“ დაპირისპირება ს.ფ. „ბახმაროსთან“, „ეროვნულ ლიგა 3“-ში მოასპარეზე ბორჯომელებისთვის მე-15 ტურის მატჩი პრინციპული იყო, ვინაიდან გამარჯვების შემთხვევაში „ეროვნულ ლიგა 2“-ში აღზევების შანსი იზრდებოდა. „ბორჯომი“ სტუმრად ანგარიშით 2-0 დამარცხდა. შედეგად კი, დიდი ალბათობით, „ბორჯომი“ მომდევნო წელსაც „ლიგა 3“-ში იასპარეზებს.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ბორჯომი’, დაძაბული მატჩის შემდეგ, ზედა ლიგაში ასვლის შანსს ინარჩუნებს
‘თორი-დინამო’ - ბორჯომში რეგიონული ლიგა განახლდება
სამცხე–ჯავახეთის საფეხბურთო გუნდებმა ჩემპიონატის პირველი მატჩები გამართეს
‘მესხეთმა’ გადამწყვეტი მატჩი მოიგო - რეგიონული ლიგა დასრულდა
ბორჯომის ‘თორმა’ დაფინანსების მიღების შემდეგ პირველი ადგილი დაკარგა
‘მესხეთი’  ხაშურის 'ივერიასთან’ დამარცხდა
როგორ დაიწყეს სეზონი სამცხე–ჯავახეთის საფეხბურთო კლუბებმა