FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის საფეხბურთო გუნდებმა ჩემპიონატის პირველი მატჩები გამართეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.04.2019
2019 წელს საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის მესამე და რეგიონულ ლიგებში სამცხე–ჯავახეთიდან ოთხი გუნდი ასპარეზობს. რეგიონის მასშტაბით ყველაზე წარმატებული გუნდი ბორჯომის საფეხბურთო კლუბი „ბორჯომია“, რომელიც კაცთა ეროვნული ჩემპიონატის რანგით მესამე დივიზიონშია.

სამცხე–ჯავახეთის საფეხბურთო გუნდებმა ჩემპიონატის პირველი მატჩები გამართეს
„ბორჯომი“ საქართველოს ჩემპიონატის მესამე ლიგაში თამაშობს. გუნდმა ხუთი მატჩი უკვე გამართა, ორში დამარცხდა, სამში კი გამარჯვება მოიპოვა და ცხრილში მესამე ადგილზეა.

„რვა ბორჯომელი ფეხბურთელი გვყავს, დანარჩენები თბილისიდან არიან, ყველანაირი რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ მეორე ლიგაში გადავიდეთ, წელს ამისთვის ვიბრძოლებთ“, – ამბობს გუნდის მწვრთნელი კობა თედიაშვილი.

მესამე ლიგის გარდა, საფეხბურთო კლუბი „ბორჯომი“ საქართველოს „დავით ყიფიანის სახელობის თასზეც“ ასპარეზობს, მათი მეტოქე მეთექსვმეტედფინალში ქუთაისის „ტორპედო“ იქნება. მატჩი 17 აპრილს, გორის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.

ბორჯომს კიდევ ერთი საფეხბურთო გუნდი „თორი“ ჰყავს, რომელიც ადგილობრივებითაა დაკომპლექტებული.

„თორი“ახალციხის „მესხეთთან“ და ახალქალაქის „აბულთან“ ერთად უკანასკნელ საფეხბურთო ლიგაში, რეგიონული ლიგის აღმოსავლეთ ა ჯგუფში ასპარეზობს. ჩემპიონატის პირველი ტური პირველ აპრილს დაიწყო.

„ახალციხის „მესხეთი“ 4:1 დავამარცხეთ, ჩვენი შემდეგი მეტოქე თბილისის „იბერია“ იქნება, წელს ერთადერთი მიზანი გვაქვს – ზედა სამეულში მოხვედრა“, – გვითხრა „თორის“ მწვრთნელმა, ვასილ ფირცხალავამ.

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატებში ახალციხის გუნდი, აკადემია „მესხეთი“ მონაწილეობს. გუნდში ადგილობრივების გარდა ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული ფეხბურთელებიც თამაშობენ, თუმცა ახალციხის გუნდს ყველაზე მოკრძალებული მიზანი აქვს: „ამ სეზონში ადგილის შენარჩუნებას ვეცდებით. არ გვაქვს იმის რესურსი, რომ გუნდმა ჩემპიონატის მოგებისთვის იბრძოლოს“.
რეგიონულ ლიგაში წელს ახალქალაქის საფეხბურთო კლუბი „აბულიც“ თამაშობს. გუნდი პირველ ტურში თბილისის „მერანთან“ დამარცხდა. წელს მათი მიზანიც ლიგაში დარჩენა იქნება.

რეგიონული ლიგის 2019 წლის სეზონის პირველი წრე 1 აპრილს დაიწყო და 27 მაისს დასრულდება, მესამე ლიგის კი 17 ივნისს.
შეგახსენებთ, რომ რეგიონ ლიგა ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით უკანასკნელი დივიზიონია და გავარდნის შემთხვევაში გუნდს ფეხბურთის ფედერაცია აღარ დააფინანსებს. ამჟამად რეგიონული ლიგის მონაწილე გუნდებს ფეხბურთის ფედერაცია სეზონურად, 50 000 ლარით აფინანსებს. მესამე ლიგაში მოასპარეზე „ბორჯომს“ კი 250 000 ლარით.

ექვს აპრილს სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 1896 წელს ათენში პირველი თანამედროვე ოლიმპიური თამაშები გაიხსნა. სწორედ ამ ღონისძიების პატივსაცემად, 2013 წლის 23 აგვისტოს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ექვსი აპრილი სპორტის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა, რომლის ინიციატორები ოლიმპიური კომიტეტის მაღალჩინოსნები,გამორჩეული სპორტსმენები და კეთლი ნების ელჩები გახლდნენ.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘თორმა’ და ‘აბულმა’ შინ გაიმარჯვეს, ‘მესხეთი’ კი თბილისში დამარცხდა
ახალციხის ‘სამცხემ’ რეგიონ ლიგაში მესამე თამაში მოიგო
‘თორი-დინამო’ - ბორჯომში რეგიონული ლიგა განახლდება
რეგიონ ლიგაში სამცხე–ჯავახეთიდან 4 გუნდი იასპარეზებს – სეზონი იწყება
30 000 ლარი ბორჯომელი ფეხბურთელების წასახალისებლად
‘ბორჯომი’ მეოთხე ლიგის ჯგუფში დაწინაურდა
‘მესხეთმა ‘ რეგიონულ ლიგაში თამაში დაიწყო