FM97.5 / LIVE

‘ბორჯომი’, დაძაბული მატჩის შემდეგ, ზედა ლიგაში ასვლის შანსს ინარჩუნებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.09.2019
ბორჯომის ჯემალ ზეინკლიშვილის სახელობის სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის ყველაზე წარმატებულმა ფეხბურთის გუნდმა ჩოხატაურის ‘ბახმაროს’ უმასპინძლა. სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმა ხუთი გატანილი გოლი იხილა.

‘ბორჯომი’, დაძაბული მატჩის შემდეგ, ზედა ლიგაში ასვლის შანსს ინარჩუნებს

ანგარიში მასპინძელთა მხრიდან მე-2 წუთზე დავით მოსიძემ გახსნა, ჩოხატაურელებმა კი 47-ე წუთზე წონასწორობა აღადგინეს. ამის შემდეგ „ბორჯომელები“ ისევ გააქტიურდნენ და გიორგი ქუცურუასა და ლეგიონერ მარტინს ნვანკვოს გოლებით სხვაობა ორამდე გაზარდეს. სტუმრებმა ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს და საბოლოოდ ბორჯომის „ბორჯომმა“ ჩოხატაურის „ბახმარო“ ანგარიშით 3-2 დაამარცხა.

„ძალიან რთული მატჩი იყო, ორმხრივი შეტევებით, წაგების შემთხვევაში დარჩენილ მატჩებში „ლიგა 3“-ში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლა მოგვიწევდა. გამარჯვება კი გვინარჩუნებს სამეულში მოხვედრის შანსს. ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, „ეროვნულ ლიგა 2-ში“ ასვლა იქნება“, - განაცხადა მატჩის დასრულების შემდეგ „ბორჯომის“ მთავარმა მწვრთნელმა კობა თედიაშვილმა.

საფეხბურთო კლუბმა „ბორჯომმა“ დღეს მე-11 გამარჯვება მოიპოვა. 24 მატჩის შემდეგ გუნდს „ეროვნულ ლიგა 3“-ში 35 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა. ამ გამარჯვების შემდეგ მესამე ადგილზე მყოფ „სამგურალთან“ სხვაობა 6 ქულამდე შემცირდა. ბორჯომელებს წინ კიდევ 12 მატჩი აქვთ და „ეროვნულ ლიგა 2“-ში აღზევებას ეცდებიან.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘თორმა’ და ‘აბულმა’ შინ გაიმარჯვეს, ‘მესხეთი’ კი თბილისში დამარცხდა
‘თორი-დინამო’ - ბორჯომში რეგიონული ლიგა განახლდება
‘მესხეთმა’ გადამწყვეტი მატჩი მოიგო - რეგიონული ლიგა დასრულდა
აქვს თუ არა ‘ბორჯომს’ ზედა ლიგაში ასვლის შანსი
როგორ დაიწყეს სეზონი სამცხე–ჯავახეთის საფეხბურთო კლუბებმა
საფეხბურთო კლუბი 'ბორჯომი' საქართველოს თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
სამი მარცხი ზედიზედ - დარჩება თუ არა ბორჯომი მესამე ლიგაში