FM97.5 / LIVE

როგორ დაიწყეს სეზონი სამცხე–ჯავახეთის საფეხბურთო კლუბებმა

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.09.2020
საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის სხვადასხვა ტურნირზე სამცხე–ჯავახეთიდან ექვსი გუნდი მონაწილეობს, მათ შორის ოთხი, ყველაზე დაბალ–რეგიონ ლიგაში, თითო კი საქართველოს მეოთხე და ქალთა ლიგაში.

როგორ დაიწყეს სეზონი სამცხე–ჯავახეთის საფეხბურთო კლუბებმა

რეგიონულ ლიგაში, სადაც სამცხე–ჯავახეთიდან ახალციხის „მესხეთი“, „სამცხე“, ახალქალაქის „აბული“ და ბორჯომის „თორი“ თამაშობენ ,კლუბებმა ტურნირზე სამ–სამი მატჩი უკვე ჩაატარეს, საიდანაც ტურნირის დებიუტანტმა „სამცხემ“ ორში დამაჯერებლად გაიმარჯვა, ერთში კი დამარცხდა. მესამე ტურისთვის კლუბს ექვსი ქულა აქვს და ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს.

შემდეგ მატჩს „სამცხე“ 9 სექტემბერს, სტუმრად კლუბ „ლეგიონთან“ გამართავს.

სამი მატჩიდან მხოლოდ ერთში მოიპოვა გამარჯვება ბორჯომის „თორმა“, ორში კი დამარცხდა, რითაც ტურნირში მეათე ადგფილს 3 ქულით იკავებს. შემდეგ მატჩს კლუბი 9 სექტემბერს სტუმრად „ლიახვი აჩაბეთთან“ გამართავს.

მხოლოდ ერთი ქულის მოპოვება შეძლო სამ შეხვედრაში ახალციხის „მესხეთმა“, რომელიც ორ შეხვედრაში დამარცხდა, ერთში კი ფრედ ჩატარებული მატჩის შემდეგ, ცხრილში მე–13 პოზიციას იკავებს.

მორიგი საშინაო მატჩი „მესხეთს“ „დინამო სოხუმთან“ 9 სექტემბერს აქვს.

რეგიონ ლიგა საქართველოს ჩემპიონატებს შორის ყველაზე დაბალი ლიგაა, სადაც თითო ჯგუფში წლევანდელ სეზონზე 14 გუნდი მონაწილეობს.

ტურნირის საპრიზო ადგილზე დასრულების შემთხვევაში გუნდებს აქვთ შესაძლებლობა მომდევნო სეზონში რანგით უფრო მაღალ „მეოთხე ლიგაში“ თამაშის.

სამცხე–ჯავახეთიდან ყველაზე წარმატებულ კლუბად ბორჯომის „ბორჯომი“ ითვლება, რომელიც გასულ წელს მესამე, წელს კი მეოთხე ლიგაზე ასპარეზობს.

მიმდინარე სეზონზე გამართული ორი შეხვედრიდან კლუბმა მხოლოდ ერთი ქულის მოპოვება კლუბ „იმერეთთან“ ფრედ გამართული მატჩის წყალობით (2:2) მოახერხა, ბოლო შეხვედრა კი „ოდიში 1919“–თან წააგო(3:2). ორი ტურის მონაცემებით, ბორჯომი რვიდან მეექვსე პოზიციას იკავებს.

მომდევნო მატჩს ბორჯომი „ვიტ–ჯორჯია 2“–თან 11 სექტემბერს მცხეთის სტადიონზე გამართავს.

უკვე ორი წელია სამცხე–ჯავახეთიდან ქალთა ეროვნულ ლიგაზე ასპარეზობს ადგილობრივი კლუბი „ზარზმა“ რომელმაც გამართული ხუთი შეხვედრიდან ორში მოიპოვა გამარჯვება, მათ შორის ბოლო შეხვედრა დამაჯერებლად, საფეხბურთო კლუბ „მცხეთასთან“ ანგარიშით 3:0.

მეხუთე ტურის ბოლოს „ზარზმა“ 6 ქულით მერვე ადგილს იკავებს ტურნირზე, სადაც 14 გუნდი მონაწილეობს.

მორიგი მატჩი სამცხე–ჯავახეთის ქალთა კლუბს 12 სექტემბერს „დინამო სოხუმთან“ აქვს.

საფეხბურთო სეზონი პანდემიის გამო დაგვიანებით, აგვისტოში დაიწყო.

[რობი ზარიძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ‘სამცხემ’ რეგიონ ლიგაში მესამე თამაში მოიგო
‘ბორჯომი’ მეოთხე ლიგის ჯგუფში დაწინაურდა
რეგიონ ლიგაში სამცხე–ჯავახეთიდან 4 გუნდი იასპარეზებს – სეზონი იწყება
გადამწყვეტი მატჩი - დარჩება თუ არა ‘ბორჯომი’ მესამე ლიგაში
შეინარჩუნებს თუ არა ‘თორი’ რეგიონულ ლიგაში თამაშის უფლებას
ბორჯომის საფეხბურთო კლუბი ახალ სეზონს განახლებული შემადგენლობით დაიწყებს
6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა