FM97.5 / LIVE

‘მესხეთმა’ გადამწყვეტი მატჩი მოიგო - რეგიონული ლიგა დასრულდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.11.2019
რეგიონული ლიგის ბოლო ტურის გადამწყვეტი მატჩი მესხმა ფეხბურთელებმა თბილისში, „დინამო სოხუმთან“ გამართეს და დამაჯერებელი ანგარიშით, 4-2 მოიგეს. ამით კლუბი მომავალ სეზონზე რეგიონ ლიგაში თამაშის უფლებას ინარჩუნებს.

‘მესხეთმა’ გადამწყვეტი მატჩი მოიგო - რეგიონული ლიგა დასრულდა
ფოტო: არქივი
„ძალიან გახარებულები ვართ, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. ბიჭებმა ძალები არ დაზოგეს და შედეგიც დავდეთ. ახლა უკვე შეგვიძლია მომავალი სეზონის მიზნები დავსახოთ“, - ამბობს მესხეთის მთავარი მწვრთნელი გელა მაისურაძე.

„მესხეთმა“ რეგიონ ლიგაში ასპარეზობა მეშვიდე ადგილზე 22 ქულით დაასრულა. დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდა დარჩებოდა თუ არა გუნდი რეგიონ ლიგაში, ამით კი რეგიონული ლიგა 2019 დასრულდა.

2019 წლის სეზონზე საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის მესამე და რეგიონულ ლიგებში სამცხე–ჯავახეთიდან ოთხი გუნდი ასპარეზობდა. სამი მათგანი ბორჯომის „თორი“ , ახალქალაქის „აბული“ და „მესხეთი“ მომავალ წელსაც რეგიონულ ლიგაში ცდიან ბედს.

რაც შეეხება „ბორჯომს“, მის ბედს ბოლო ორი მატჩი გადაწყვეტს. ამჟამად გუნდი მესამე ლიგაში მეექვსე ადგილზეა, ჩემპიონატიდან გავარდნას კი მხოლოდ ოთხი ქულა აშორებს.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რეგიონ ლიგაში სამცხე–ჯავახეთიდან 4 გუნდი იასპარეზებს – სეზონი იწყება
ახალციხის ‘სამცხემ’ რეგიონ ლიგაში მესამე თამაში მოიგო
გადამწყვეტი მატჩი - დარჩება თუ არა ‘ბორჯომი’ მესამე ლიგაში
დარჩება თუ არა ‘მესხეთი’ რეგიონულ ლიგაში
შეინარჩუნებს თუ არა ‘თორი’ რეგიონულ ლიგაში თამაშის უფლებას
სამცხე–ჯავახეთის საფეხბურთო გუნდებმა ჩემპიონატის პირველი მატჩები გამართეს
გარდამავალი ჩემპიონატი ფეხბურთში დასრულდა