FM97.5 / LIVE

ბორჯომში სეტყვისგან მიყენებული ზარალი შესწავლილია, თანხა არაა ცნობილი

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.06.2019
ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად, ბორჯომში 11 კორპუსისა და კერძო სახლების სახურავები დაზიანდა. მერიაში ამბობენ, რომ შესაბამისმა კომისიამ შედეგები უკვე შეაფასა და ზარალის ოდენობა დიდია.

ბორჯომში სეტყვისგან მიყენებული ზარალი შესწავლილია, თანხა არაა ცნობილი

ბორჯომში ძლიერი სტიქია შვიდ ივნისს იყო. უხვმა ნალექმა ქუჩები და ეზოები დატბორა, სეტყვის შედეგად კი საცხოვრებლების სახურავები დაზიანდა.

ამ ეტაპზე, ბორჯომის მერიაში 27 განცხადებაა შესული. ადგილობრივები, ძირითადად, საცხოვრებლების სახურავის შეკეთებას ითხოვენ. სტიქიის შემდეგ, დაზიანდა 11 კორპუსისა და კერძო საცხოვრებლის სახურავები.

თვითმმართველობაში ვერ საუბრობენ იმის შესახებ, თუ რა თანხა იქნება საჭირო ზიანის ასანაზღაურებლად. ბორჯომის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე განმარტავს, რომ ზარალი დიდია: „შევისწავლეთ ყველა შემთხვევა. დაახლოებით ორ დღეში გვეცოდინება ზუსტი თანხა. ყველას დავეხმარებით, თუმცა ადგილობრივი ბიუჯეტით, სავარაუდოდ, ვერ მოვერევით ამას. ამიტომ ახლა მიდის მუშაობა, რომ ცენტრალური ხელისუფლებიდანაც გამოიყოს დახმარება“.

მისივე თქმით, სამუშაოებისთვის მერია ტენდერს არ გამოცხადებს, რადგან შესყიდვები გარკვეულ დროს მოითხოვს: „რადგანაც სტიქიაა, გვაქვს იმისი საშაულება, რომ პირდაპირი ხელშეკრულებები გავაფორმოთ, თუმცა პირველ ეტაპზე, თანხების მოძიებაზეა საუბარი. ტენდერების დასრულებას ვერ დაველოდებით. არის იმის საშიშროება, რომ მოსახლეობას კიდევ ჩაუვიდეს წყალი სახლში,“ - ამბობს მერის მოადგილე ბუბა ბერიძე.

[თაკო ფეიქრიშვილი, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში ძლიერმა წვიმამ ქუჩები დატბორა
1 მლნ ლარი – ბორჯომში 7 ივნისის სტიქიის შედეგები დაითვალეს
სტიქია ბორჯომში
ძლიერმა წვიმამ ბორჯომში საცხოვრებელი შენობები დააზიანა
ბორჯომის მერია სტიქიისგან დაზიანებული სახლების სახურავებს შეაკეთებს
ბორჯომში ცენტრალური სტადიონის ინფრასტრუქტურა მოეწყობა
ბორჯომში ნახანძრალი კორპუსის გადახურვას იწყებენ