FM97.5 / LIVE

ბორჯომში ნახანძრალი კორპუსის გადახურვას იწყებენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 07.03.2018
ბორჯომში, თორის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზიანებულ კორპუსში სახურავის გადახურვას იწყებენ. შენობიდან დამწვარი ნარჩენები გააქვთ.

ბორჯომში ნახანძრალი კორპუსის გადახურვას იწყებენ
ბორჯომში, თორის ქუჩაზე N44-ში მდებარე კორპუსში ხანძრისგან დამწვარი სახურავის გასაკეთებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 45 000 ლარი დაიხარჯება.

„ტენდერს არ ვაცხადებთ, პირდაპირი შესყიდვის წესით სახურავს შპს „my town“–ი შეცვლის“, – ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ლონდა ფილიშვილი.

დღეს, შვიდ მარტს ბორჯომის მერიამ დაზარალებულ ორ ოჯახს სურსათისა და ტანსაცმლის შესაძენად 700–700 ლარი დაურიცხა.

„მათ ამ თანხას აქამდეც ჩავურიცხავდით, თუმცა დაზარალებულების მხრიდან საჭირო დოკუმენტების, პირადობის მოწმობებისა და საბანკო ამონაწერების მერიაში მოტანა დროში გაჭიანურდა“, – ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე.

ხვალიდან, რვა მარტიდან თორის ქუჩზე ხანძრისგან მიყენებულ ზარალს მერიის მიერ დაქირავებული აუდიტი შეისწავლის.ბერიძის თქმით,
„როცა ზარალს დაითვლიან, მაშინ გაირკვევა დაზარალებულ ოჯახებს თუ რამდენი ლარით დაეხმარებიან".

შეგახსენებთ, რომ თორის ქუჩაზე ხანძარი 26 თებერვალს, დილით გაჩნდა. ხანძრის შედგად მთლიანად დაიწვა ერთი ბინა, ხოლო სამი დაზიანდა. ბორჯომის მერიამ ორი ოჯახი ნაქირავებ ფართში გაიყვანა.

ორსართულიან კორპუსში, რომელიც დაახლოებით ერთი საუკუნის წინ აშენდა, 11 ბინაა, ამ ეტაპზე აქ რვა ოჯახი ცხოვრობს, ადგილობრივები ამბობენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ.

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აუდიტმა ნახანძრალ კორპუსში ხუთი ოჯახის ზარალი დაითვალა
ბორჯომში ნახანძრალ კორპუსში მცხოვრებლები მერიას დახმარებას სთხოვენ [Photo/Video]
ცემში ხანძრისგან დაზარალებულ ოჯახს ბორჯომის მერია დაეხმარება
კოსტავას ქუჩაზე ხანძრისგან მიყენებულ ზარალს მერია სწავლობს
რა ბედი ეწევათ ბორჯომის დამეწყრილ ოჯახებს
ბორჯომში ხანძრის შედეგად დაზარალებულ 2 ოჯახს მერია დაეხმარა
ბორჯომში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მერია დაეხმარება