FM97.5 / LIVE

ბორჯომში ცენტრალური სტადიონის ინფრასტრუქტურა მოეწყობა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 22.03.2019
ბორჯომის ცენტრალურ სტადიონზე საფარს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დააგებს. ბორჯომის მერია კი სტადიონის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს.

ბორჯომში ცენტრალური სტადიონის ინფრასტრუქტურა მოეწყობა

ბორჯომის ცენტრალურ სტადიონზე ფეხბურთის ფედერაცია ჰიბრიდული ტიპის მეოთხე თაობის საფარს დააგებს. ბორჯომის მერია კი გასახდელებს, საშხაპეებს და ტრიბუნებს მოაწყობს.

„რადგან ახლა ინფრასტრუქტურა მოწყობილი არაა, ფეხბურთელებს სტადიონთან არსებული სასტუმროს ნომრების ქირაობა უწევთ. რამდენიმე დღეში სტადიონის რეაბილიტაციის პროექტი მზად იქნება და ტენდერს გამოვაცხადებთ“, – ამბობს ბორჯომის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე.

ცენტრალური სტადიონით ბორჯომის ორი საფეხბურთო გუნდი, „ბორჯომი“ და „თორი“ სარგებლობენ. ამ დროისთვის უმაღლეს ლიგაში არცერთი მათგანი არ თამაშობს, თუმცა, თუ რომელიმე გუნდი უმაღლეს ლიგაში გადასვლას შეძლებს, რეაბილიტირებულ სტადიონზე ვეღარ ითამაშებს. მიზეზი ისაა, რომ სტანდარტი, რომლის მიხედვითაც სტადიონი ეწყობა, უმაღლესი ლიგის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

ფეხბურთის ფედერაცია მოედნის საფარის დაგებისთვის 500 000–600 000 ლარს დახარჯავს. რა თანხას გამოყოფს ბორჯომის მერია ჯერ განსაზღვრული არაა.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის საფეხბურთო მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
‘თორი-დინამო’ - ბორჯომში რეგიონული ლიგა განახლდება
სამცხე–ჯავახეთის საფეხბურთო გუნდები წელსაც ლიგაში დარჩენას ეცდებიან
სამცხე–ჯავახეთის საფეხბურთო გუნდებმა ჩემპიონატის პირველი მატჩები გამართეს
რეგიონ ლიგაში სამცხე–ჯავახეთიდან 4 გუნდი იასპარეზებს – სეზონი იწყება
‘სტადიონი ამორტიზებულია’ – ‘ბორჯომი’ ლიგის საშინაო მატჩებს მცხეთაში გამართავს
30 000 ლარი ბორჯომელი ფეხბურთელების წასახალისებლად