FM97.5 / LIVE

„ოცნების“ წევრებმა მორიგი საინფორმაციო აქცია გამართეს [Video]

მთავარიპოლიტიკა 09.09.2013
ახალციხის ცენტრალურ პარკში კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებმა მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს და კიდევ ერთხელ დააანონსეს „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი.

„ოცნების“ წევრებმა მორიგი საინფორმაციო აქცია გამართეს [Video]
გიორგი მარგველაშვილთან ერთად, 12 სექტემბერს ახალციხეს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და ხელოვნებისა და შემოქმედების მუშაკები კახი კავსაძე, ვაჟა აზარაშვილი, თემურ ყვითელაშვილი და თემურ ჩხეიძეც ესტუმრებიან.

„დღეს მოსახლეობას გიორგი მარგველაშვილის ვიზიტის შესახებ ვაცნობეთ. ყველას მოვუწოდებთ, რომ დახვდნენ პრეზიდენტობის კანდიდატს გააცნონ პრობლემები და შემდეგ დავსახოთ ამ პრობლემების მოგვარების გზები“,- ამბობს „ქართული ოცნების“ ახალციხის შატაბის უფროსი მალხაზ ჟუჟუნაძე.



აქციაზე, მალხაზ ჟუჟუნაძის გარდა, მოსახლეობას სიტყვით ახალციხის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა გია ჟუჟუნაძემ და „კონსერვატიული პარტიის“ ახალციხის ორგანიზაციის თავჯდომარემ უჩა კახნიაშვილმა მიმართეს.

გამომსვლელებს შორის იყო სოფელ არლის მკვიდრი, რომელმაც „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებს „ოცნებაში“ გაერთიანებისკენ მოუწოდა: „ნაციონალებს" ისე ჩააგონეს და შეაშინეს, მათ სხვა გზა არ ჰქონდათ. მათ ახლა უნდა ვუთანაგრძნოთ, ფსიქოლოგიურად უნდა განვკურნოთ და ვუთხრათ, რომ ის წუმპე იყო და სიმშრალეზე ამოსვლისკენ მოვუწოდოთ“.

მსგავსი აქცია, ახალციხის ცენტრში, ასევე, საბარგო სადგურისა და მარდის დასახლებაში, გუშინაც გაიმართა.

„ოცნებაში“ ამბობენ, რომ მსგავის აქციების გამართვა სოფლებშიც იგეგმება.

„ოცნების“ წევრებმა მორიგი საინფორმაციო აქცია გამართეს [Video]

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

"ოცნების" ახალციხის შტაბმა მარგველაშვილის ვიზიტი დააანონსა
"ქართული ოცნება" ახალციხეში მარგველაშვილის დასახვედრად ემზადება (R)
ჟუჟუნაძის თქმით, 'ოცნების' შტაბს კოპაძე უხელმძღვანელებს, კოპაძე კი აღნიშნულს უარყოფს
კომისიის წევრები არჩევნებისთვის ემზადებიან (R)
კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორად გიორგი ჟუჟუნაძე დაინიშნა
მარგველაშვილთან შესახვედრად სოფლებიდან მიკროავტობუსებით ჩამოვიდნენ
თბილისში ‘ქართული ოცნების’ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს