FM97.5 / LIVE

კოლექციონერი იძულებულია, 35 წლის ნაგროვებს შეელიოს

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.06.2019
რუსული, მეფისდროინდელი ფული, მონღოლური ტუგრიკი, იაპონური იენი, ინდური რუპია, სოციალისტური ქვეყნების კუპიურები და ხურდები – ყველა ამ ძველ ფულს მანანა გოგოლაძე 35 წლის განმავლობაში აგროვებდა, თუმცა სულ მალე კოლექცია სხვის ხელში აღმოჩნდება, რადგან გაყიდვას აპირებს.

კოლექციონერი იძულებულია, 35 წლის ნაგროვებს შეელიოს

მანანას კოლექციის პირველი ფული გერმანული ფენინგი იყო, რომელიც 11 წლის ასაკში გერმანიიდან ჩამოსულმა ბიძაშვილმა აჩუქა. შემდეგ კი ბებიამ ნიკოლოზ მეორეს გამოსახულებიანი ვერცხლის მონეტა მისცა და ამის შემდეგ ძველი ფულის შეგროვებით ძალიან დაინტერესდა. მონეტების და კუპიურების მოპოვებას ცდილობდა ყველგან – სადაც არ უნდა დაენახა, ვისაც არ უნდა ჰქონოდა.

„ჩემს კოლექციაში სხვადასხვა დიზაინის, მოხაზულობის და ხარისხის ფულია. ინდური რუპია მაქვს, იაპონური იენა, მონღოლური ფული, ლატი, ლეი, საბჭოთა მანეთები. კიდევ ყოფილი სოციალისტური ქვეყნების ფული – ჩეხური, პოლონური, რუმინული, უნგრული. გერმანული, რაღა თქმა უნდა. თანამედროვეც მაქვს – ქართული კუპონები, დოიჩ მარკები“, – ამბობს მანანა გოგოლაძე.

ყველაზე ძველი ნიმუში 1844 წელს გამოშვებული „კაპეიკია“. „კაპეიკა სერებრომ“ – ასე აწერია მონეტას. მის კოლექციაში პირველ სამკაპიკიანსაც შეხვდებით და 1924, 1931, 1957 წლის ხურდებსაც.



კოლექციის შეგროვებაში ახლობლები, მეგობრები, კოლეგები ეხმარებოდნენ. თუმცა გვითხრა, რომ სტუდენტობის შემდეგ ხშირად მოგზაურობდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და ფულის ნიმუშები იქიდანაც ჩამოჰქონდა.

ამბობს, რომ საკუთარი კოლექცია ძალიან უყვარს. პარკებში საგულდაგულოდ შეფუთულ კოლექციას ხშირად გამოიღებს, გადაათვალიერებს და ისევ უკან ინახავს. განსაკუთრებით კი დამოუკიდებელი საქართველოს, 1919 წელს გამოშვებული ფული უყვარს, რომელზეც ნოე ჟორდანიას ხელმოწერაა.

„ჩემმა მეგობარმა ნოდარ ჩხეიძემ მაჩუქა დამოუკიდებელი საქართველოს ფული, ჟორდანიას მთავრობის, სახელდახელოდ გამოშვებული. თბილისელია და ასე მითხრა, რადგან აგროვებ, მე ჩამოგიტან და მოგცემო. კი, ძალიან გაცვეთილია, მაგრამ ჩემთვის – ყველაზე საყვარელი. ხშირად მჩუქნიდნენ კოლექციისთვის ფულს, მაგრამ ზოგჯერ ვყიდულობდი კიდეც. ყველაზე ძვირი ფულში 250 მანეთი მაქვს გადახდილი. ახლობლები დამცინოდნენ ხოლმე, რაში ხარჯავ ფულსო, მაგრამ მიყვარს ჩემი კოლექცია და რა ვქნა!“

მის კოლექციაში 1920 წელს გამოშვებულ 10 მანეთიანსაც შეხვდებით. მასზე სამენოვანი – ქართული, სომხური და აზერბაიჯანული წარწერაა. მანანამ გვითხრა, რომ ამ ფულს, თავის დროზე, საკმაოდ დიდი მსყიდველობითი უნარი ჰქონდა: „პაპაჩემი, ლაზარე ძალიან შეძლებული ადამიანი იყო, ის გვეუბნებოდა, რომ სამი ცალი 10 მანეთიანით ერთი უღელი ხარ–კამეჩის ყიდვა იყო შესაძლებელი“.

მანანა ამბობს, რომ აკვირდებოდა, წლების მიხედვით როგორ იცვლებოდა ფულის დიზაინი და ხარისხი.

„საბჭოთა კავშირის დროინდელ მონეტებს რომ დააკვირდებით, დაინახავთ, თუ როგორ იცვლება მისი ვიზუალი. სპილენძიდან გადავიდა ბრინჯაოში. ჩემს კოლექციაში ჩეხურ კრონსაც შეხვდებით. სოციალისტური ჩეხეთის ფულზე ლომი იყო გამოსახული, შემდეგ პერიოდში გამოშვებულ მონეტაზე კი ლომს უკვე გვირგვინი ადგას.“

59 წლის კოლექციონერი მხოლოდ ნუმიზმატობით არ იყო გატაცებული. მას მარკების კოლექციაც ჰქონდა, რომელიც გააჩუქა. ახლა სახლში ნაძვის ხის სათამაშოების კოლექციაც აქვს. ასევე აგროვებდა სანკტ–პეტერბურგის ერმიტაჟის ღია ბარათებს.

„ვაგროვებდი ერმიტაჟის ღია ბარათებს, თემატურად იყო დაწყობილი და ოცამდე მხატვრის რეპროდუქციები მაქვს. ერმიტაჟშიც ვარ ნამყოფი – რასაც ვაგროვებდი ნანახიც მაქვს“, – ამბობს მანანა.

იგი ვალეში ცხოვრობს და კულტურის სახლში მენეჯერად მუშაობს. მარტო ცხოვრობს, რადგან ერთადერთი შვილი თბილისში სწავლობს.

მანანა გოგოლაძე 35 წლის მანძილზე შეგროვებულ კოლექციას გაყიდვას უპირებს, რადგან სექტემბერში მის შვილს ქორწილი აქვს. ამბობს, რომ სხვა გზა არ აქვს: „სამწუხაროა, მაგრამ კოლექციის გაყიდვას ვაპირებ! იმიტომ, რომ ჩემს შვილს ქორწილი აქვს. არ ვიცი, რა თანხა შეგროვდება, მაგრამ რაღაცაში წამეხმარება. ძალიან დამენანება, თუმცა საჭირო რომ არ იყოს, არაფრის დიდებით არ გავყიდდი“, – ამბობს მანანა.

კოლექციონერი იძულებულია, 35 წლის ნაგროვებს შეელიოს

კოლექციონერი იძულებულია, 35 წლის ნაგროვებს შეელიოს

კოლექციონერი იძულებულია, 35 წლის ნაგროვებს შეელიოს

[მარიამ ბარძიმაძე, ნანა ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნამდვილ მანქანებზე მეოცნებე 10 წლის კოლექციონერი
ახალციხეში 29 წლის მანანა მჭედლიძეს  სასწრაფო ოპერაციისთვის თანხა სჭირდება
ყველაზე ახალგაზრდა მეეზოვე ახალციხეში: „დედას საფლავი უნდა გამეკეთებინა, აქ მუშაობა იმიტომ დავიწყე“
ცხრა წლის ხელმარჯვე ოსტატი ასპინძიდან [ვიდეო]
ალბერტ ავეტისიანი - რვა წლის სპიდკუბერი, რომელიც მსოფლიო რეკორდისთვის ემზადება [Video]
საბუთების მცველი ახალციხიდან [Photo]
ქარგვაში დახარჯული დრო არ მენანება – 80 წლის ხელოვანი ახალციხიდან [ფოტო]