FM97.5 / LIVE

საბუთების მცველი ახალციხიდან [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.06.2016
„თითოეულ საბუთს ზედ დავკანკალებ და ვუფრთხილდები, მიყვარს ჩემი საქმე და არასდროს მდომებია სხვა სამსახურის ძებნა“, – გვეუბნება ლამარა კაპანაძე, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნეა ახალციხის არქივში მუშაობს.

საბუთების მცველი ახალციხიდან [Photo]

მუშაობა 1970 წლის 1 ივლისს,19 წლისამ დაიწყო. ახალციხის არქივში არქივარიუსად, ანუ, საბუთების მცველად დანიშნეს. მალევე საცნობარო ჯგუფში გადაიყვანეს და დღემდე იქ მუშაობს.

„საჯარო სამსახურებიდან და სხვადასხვა ორგანიზაციებიდან არქივში ბევრი საბუთი შემოდის. ამ საბუთების დახარისხება და შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ცნობის გაცემა მევალება“, – გვეუბნება 65 წლის ლამარა კაპანაძე, რომელიც არქივში მუშაობის 46 წელს ითვლის.

საბუთების მცველი ახალციხიდან [Photo] ახალციხის არქივს სამი საცავი აქვს, ლამარა კაპანაძეს მეორე საცავი აბარია, – დოკუმენტები, სადაც სხვადასხვა სამსახურებში მომუშავე ადამიანების დანიშვნა, ხელფასები, გათავისუფლება, განცხადება ან დაზღვევის შესახებ ინფორმაცია ინახება. ლამარა კაპანაძე ამ დოკუმენტებს დარაჯობს.

"აქ ხშირად მოდიან და ითხოვენ ცნობებს, მაგალითად, ვინმე კონკრეტულ სამსახურში მუშაობისას რა ხელფასს იღებდა ან რამდენი წელი მუშაობდა“, – გვეუბნება იგი.

ლამარა ამბობს, რომ ყველაზე ხშირად ადამიანებს ცნობები პენსიის დასანიშნად სჭირდებათ. ეს ძირითადად რუსეთში მცხოვრები პიროვნებები არიან, რომლებიც ადრე საქართველოში, ახალციხეში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ: "შეიძლება ვინმესთვის სასაცილო იყოს, მაგრამ ამ დოკუმეტებს ძალიან ვუფრთხილდები. იმ შემთხვევაში თუ საბუთი დაზიანებულია, მის განახლებას ვცდილობ“.

ყველაზე ძველი დოკუმენტი, რომელიც მის საცავში ინახება, 1940 წლით თარიღდება. ამბობს, რომ დოკუმენტებს გარკვეული ვადა აქვს, ამ ვადის გასვლის შემდეგ, ძველ მასალას თბილისში, მაკულატურაში აბარებენ.

საბუთების მცველი ახალციხიდან [Photo] არქივში მომუშავე თანამშრომლებს შორის, ლამარა კაპანაძეს ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს. ამბობს, რომ ზეპირად იცის რომელი საბუთი სად დევს და როგორ მოძებნოს.

"ბებო, რა იცი რომელი საბუთი სად დევს და როგორ მოძებნო? ხშირად მეკითხებიან ხოლმე შვილიშვილები“, – გვეუბნება ლამარა და საუბარი ოჯახის თემაზე გადადის.

ორი შვილი და შვილიშვილები ჰყავს.

„შვილიშვილები უკვე დიდები არიან, სტუდენტები“, – გვეუბნება და ამატებს, რომ მათით ძალიან ამაყობს.

ამბობს, რომ ჯერ სამსახურიდან წასვლას არ აპირებს: „ 65 წლის ვარ, მაგრამ ძალიან გამიჭირდება ასეთი ტემპით მუშაობის შემდეგ, სახლში დაჯდომა, ცუდად ვიგრძნობ თავს. მაშინ წავალ, როცა მივხვდები, რომ ჩემს საქმეს ვეღრ ვაკეთებ“.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აშშ–ს არქივში დაცული საიდუმლო დოკუმენტები 1989 წლის 9 აპრილის შესახებ
როცა ყველა დუმს - ახალციხელი გოგო ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს
აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]
ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკას ახალი მენეჯერი ჰყავს
2016 წელი მოქალაქეების თვალით
სიბერის შიში და სიტკბო [ფოტო]
‘ზოგჯერ პურის ფულიც არ გვაქვს’ - მთავრობის სუბსიდიის გარეშე დარჩენილი მოქალაქეები