FM97.5 / LIVE

ნამდვილ მანქანებზე მეოცნებე 10 წლის კოლექციონერი

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.05.2018
პირველი მანქანა სამი წლისას მამამ უყიდა. მას შემდეგ, უამრავი ფერადი, სხვადასხვა მარკისა და სერიის მოდელი შეაგროვა. იცის მისთვის საყვარელი მოდელების ისტორია და სჯერა, როდესაც გაიზრდება, ნამდვილი მანქანების კოლექციაც ექნება.

ნამდვილ მანქანებზე მეოცნებე 10 წლის კოლექციონერი

გურამ ერეკლიშვილი ათი წლისაა და ავტომანქანების მეტალის მოდელების კოლექციონერია. გურამის დედა, მაია, იხსენებს, რომ ჯერ კიდევ წლისა და რვა თვის იყო, როდესაც ქუჩაში "მერსედესის" მარკის მანქანას ცნობდა და სახელსაც ეძახდა.

პირველი მოდელიც "მერსედესი" იყო, თუმცა ყველაზე მეტად მაინც "ბეემვეს" მარკის მანქანები უყვარს. ფიქრობს, რომ ხარისხიანია, სწრაფი და დიზაინიც საუკეთესო აქვს, - "სპორტული მანქანები მომწონს და ამიტომ ვანიჭებ უპირატესობას".

თავის კოლექციას, კიდევ ერთხელ, დაკვირვებით ათვალიერებს და გვიხსნის, რით სჯობს ერთი ნიმუში მეორეს. რეტრო მოდელები გამორჩეულად მოსწონს, - "აი, ეს 1955 წლის "შევროლე" რა კარგია, ასევე მინდა, რომ ჩემს კოლექციას ძველებური რუსული მანქანებიც შეემატოს".

ნამდვილ მანქანებზე მეოცნებე 10 წლის კოლექციონერი

კოლექციის შეგროვებაში ოჯახის ყველა წევრი ეხმარება, მშობლები და ორი უფროსი და. გურამი მეხუთე კლასშია, განსაკუთრებით უყვარს ინგლისურის სწავლა და უნდა, რომ პილოტი გამოვიდეს. ახლახან იმგზავრა პირველად თვითმფრინავით და ჰაერში ყოფნა იმდენად მოეწონა, რომ შთაბეჭდილება ჯერაც არ განელებია. "შტატებში, კალიფორნიაში ვიყავი ერთი თვით, იქ მასპინძელმა ოჯახმა რომ გაიგო კოლექცია მქონდა, მათაც მაჩუქეს", - გვიყვება ღიმილით და "ბეემვეს" მარკის ერთ-ერთ მოდელს გვიჩვენებს.

კითხვაზე, როდისმე თუ შეიძლება მოსწყინდეს მანქანების შეგროვება, დამაჯერებლად გვპასუხობს, რომ არასდროს, - "მინდა კიდევ ბევრი სხვადასხვა ფირმის მანქანა შევმატო, რამხელაც უნდა ვიყო, ვიცი მაინც მექნება კოლექცია, ამდენი ხნის ნაწვალებს წყალში ვერ გადავყრი".

"ახლახან ვისწავლე მანქანის მართვა, მარტოც შემიძლია დავჯდე და ვატარო", - თუმცა იცის, დამოუკიდებლად რომ მანქანა მართოს და მოწმობაც აიღოს, ამისთვის 16 წლამდე უნდა მოითმინოს.

რამდენი მანქანაა კოლექციაში, არასდროს დაუთვლია. დანამდვილებით იცის, საკმარისი მაინც არ იქნება, ისევე, როგორც სჯერა, რომ ავტომანქანების სიყვარული და მათზე ოცნება მოდელების შეგროვებით არ მთავრდება.

"როცა გავიზრდები, ძალიან მინდა, რომ ნამდვილი ავტომანქანების ასეთი კოლექცია მქონდეს. უზარმაზარ ფარეხში ეს მანქანები ეყენოს და მე კიდევ ახალ მოდელებს სხვადასხვა ქვეყანაში ვყიდულობდე".

ნამდვილ მანქანებზე მეოცნებე 10 წლის კოლექციონერი

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კოლექციონერი იძულებულია, 35 წლის ნაგროვებს შეელიოს
ავარია ახალციხეში - ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი მანქანები შეეჯახნენ
ახალციხეში ავტოფარეხში ორი მანქანა ჩაიწვა – მეპატრონე ფიქრობს რომ მანქანები დაუწვეს [Photo]
'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი
„მერსედესის“ მარკის ავტომობილი პოლიციის მანქანას დაეჯახა
საგანგებო სიტუაციების სამსახურს 30 ევროპული სახანძრო მანქანა დაემატება
ალბერტ ავეტისიანი - რვა წლის სპიდკუბერი, რომელიც მსოფლიო რეკორდისთვის ემზადება [Video]