FM97.5 / LIVE

ალბერტ ავეტისიანი - რვა წლის სპიდკუბერი, რომელიც მსოფლიო რეკორდისთვის ემზადება [Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.05.2018
მის კოლექციაში 38 ცალი სხვადასხვა ხარისხის, ფორმისა და ზომის რუბიკის კუბია. ზეპირად იცის თითოეულის ამოსახსნელი სპეციალური ფორმულა და საკუთარიც კი მოიფიქრა. რვა წლის ალბერტს სჯერა, რომ ერთ დღეს კუბის სწრაფად აწყობაში რეკორდს დაამყარებს.

ალბერტ ავეტისიანი - რვა წლის სპიდკუბერი, რომელიც მსოფლიო რეკორდისთვის ემზადება [Video]

ალბერტის მამა, ზაქარია იხსენებს, რომ რუბიკის კუბის ყიდვა პირველად ექვსი თვის წინ სთხოვა: „ეზოს ბავშვები თამაშობდნენ–ხოლმე და მათგან სწავლობდა. მერე მითხრა მიყიდეო და დავინახე, როგორ მოხერხებულად აწყობდა, თუმცა, ბოლომდე მაინც ვერ გაუგო და მეგობარს სთხოვა დახმარება. იმას უთქვამს, ჯერ პატარა ხარ, მაგისთვის დიდი დრო გჭირდებაო. სახლში რომ მოვიდა, ძალიან გაბრაზდა. ასე თქვა, მე მაინც ვისწავლიაო. შევიდა ინტერნეტში, უყურა და უცებ ისწავლა“.

ალბერტ ავეტისიანი - რვა წლის სპიდკუბერი, რომელიც მსოფლიო რეკორდისთვის ემზადება [Video]იმ დღის შემდეგ ხელში მუდმივად კუბი უჭირავს. მშობლებიც, სადაც კი განსხვავებულ რუბიკის კუბს ნახავენ, ყიდულობენ. ალბერტმა ბოლოს gan356 arsm-ის ფირმის „მონსტრი“ პროფესიონალური რუბიკის კუბი შეიძინა და ახლა მის სწრაფად აწყობაში ვარჯიშობს. მის კოლექციაში სამკუთხედის, ოთხკუთხედის, ცილინდრის,“ მონსტრის“ და კიდევ ბევრ უცნაურ კუბს ნახავთ.

რუბიკის კუბის სწრაფად აწყობაში საკუთარი რეკორდიც აქვს, 27 წამი. თუმცა იცის, რომ კუბის აწყობაში მსოფლიო რეკორდი 22 წლის ავსტრალიელმა, ფელიქს ზემდეგსმა, 4.22 წამში მოხსნა. ალბერტს უნდა, რომ ჩემპიონს აჯობოს და მისი შედეგი გააუმჯობესოს. მისი ერთ–ერთი ოცნება სპიდკუბერობაა - ის, ვინც კუბებს სწრაფად აწყობს.

„კუბების აწყობას ექვსი ეტაპი აქვს. სამი–სამზე კუბის აწყობას, რომ იწყებ ჯერ მთავარია ჯვარი ააწყო და შემდეგ უკვე სხვანაირად შეუდგე სწრაფად აწყობას“,– გვიხსნის ალბერტი.



მეორეკლასელ ალბერტს მათემატიკა უყვარს, თუმცა მომავალში სპიდკუბერობასთან ერთად პედიატრობასაც აპირებს. ძალიან უნდა, ახალციხის ციხეზე, რუბიკის კუბის სწრაფად აწყობაში საერთაშორისო კონკურსი მოაწყოს და კიევიდან ორი ცნობილი სპიდკუბერი ჩამოიყვანოს.

„ამ ეტაპზე ფეისბუქით მოლაპარაკებას ვაწარმოებთ კიევში მცხოვრებ ორ პროფესიონალ სპიდკუბერთან, ესენი არიან ევგენი ბონდარენკო და მაქსიმ ჩენჩნევი. ძალიან გვინდა, რომ აქ ადგილობრივ ხელისუფლებას დაველაპარაკოთ და ასეთი კარგი კონკურსი მოვაწყოთ“,– ამბობს ზაქარია, ალბერტის მამა, - „სკოლის გახსნაც უნდა, სადაც კუბების აწყობას, საკუთარი მეგობრების გარდა, სხვებსაც ასწავლის.“

ალბერტს კიდევ ერთი ოცნებაც აქვს, - „ძალიან მინდა, რომ „ნიჭიერში“ გავიდე და ძალიან ცნობილი გავხდე“.

ალბერტ ავეტისიანი - რვა წლის სპიდკუბერი, რომელიც მსოფლიო რეკორდისთვის ემზადება [Video]

[ავტორი – მარიამ ბარძიმაძე,
ვიდეო – ნანა ინასარიძე ]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ევროპის სპორტის კვირეულის' ფარგლებში ახალციხეში ღონისძიება გაიმართა
ახალციხის გერბსა და დროშაზე საბოლოო დეტალები თანხმდება
პატარა პიანისტი ახალქალაქიდან [ვიდეო]
ცხრა წლის ხელმარჯვე ოსტატი ასპინძიდან [ვიდეო]
ნამდვილ მანქანებზე მეოცნებე 10 წლის კოლექციონერი
‘ოცეულო სდექ’– როგორ ართობს სახლში ‘გამოკეტილ’ შვილებს ახალციხელი ჯარისკაცი [ვიდეო]
შვიდი შვილის მამა: 'მამის დღის აღნიშვნა ჩემთვის სტიმულია'