FM97.5 / LIVE

ქარგვაში დახარჯული დრო არ მენანება – 80 წლის ხელოვანი ახალციხიდან [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.10.2020
შუშანა ზაზაძეს ქარგვა დამ ასწავლა, დედაც წლების განმავლობაში ხალიჩებს ქსოვდა. 60–ზე მეტი ნამუშევრიდან უმეტესობა გაჩუქებული აქვს, ამბობს, რომ არასდროს გაყიდის, რადგან ურჩევნია ნაქარგებით ახლობლები გაახაროს.

ქარგვაში დახარჯული დრო არ მენანება – 80 წლის ხელოვანი ახალციხიდან [ფოტო]

შუშანა ზაზაძე 1940 წელს 15 მაისს ახალქალაქის სოფელ გოკიოში დაიბადა. ამჟამად ახალციხეში ცხოვრობს, ოჯახში შვიდი დედმამიშვილიდან ის ყველაზე უმცროსია. ქარგვა დისგან ისწავლა. „სკოლის დამთავრების შემდეგ მინდოდა სწავლა გამეგრძელებინა, მაგრამ ამის საშუალება არ იყო. მე ობოლი ვიყავი. დედა რომ გარდაიცვალა ოთხი თვის დავრჩი, დამ გამზარდა. მისგან ვისწავლე ქარგვაც და კერვაც, სამხედროების კიტელებს ვკერავდი“, - ამბობს შუშანა ზაზაძე.

როგორც, თავად ამბობს ქარგვისთვის შთაგონების წყარო არ სჭირდება, ქარგავს ყველაფერს რაც მოსწონს. 17 წლის იყო როცა პირველი ნამუშევარი შექმნა.

„ნათლია სოხუმში დადიოდა კარტოფილს ყიდდა და იქიდან ვეფხი და მოყმის სურათი ჩამოიტანა. მახსოვს მეზობლის ქალებმა წაიღეს, მეც მომეწონა და დავქარგე“, – იხსენებს შუშანა.

ყველა ნაქარგი უყვარს, მაგრამ განსაკუთრებით ერთს გამოყოფს, როგორც თავად ამბობს, ეს ნამუშევარი მისი ოჯახის ცხოვრებას ასახავს:

„გამორჩეულად მიყვარს ნაქარგზე ბატკნები, ცხვარი, არწივი, მწყემსი და ბეღურებია, ჩანს როგორ იტაცებს არწვი ცხვარს, ბატკნები კი მარტო რჩებიან, ბატკნები ჩვენ ვართ ოთხი ქალიშვილი და სამი ვაჟი“.

შუშანა ზაზაძე ძველ დროს იხსენებს, ამბობს, რომ გაჭირვების მიუხედავად, თავისი საყვარელი საქმე არ მიუტოვებია. საქარგი ძაფების შესაძენად თანხა არც მაშინ და არც ახლა ენანება.

„ადრე როცა გაჭირვება იყო 90–იანებში მაშინაც ვქარგავდი. არ მენანება ძაფში გადახდილი ფული, რადგან ეს პროცესი დიდ სიამოვნებას მანიჭებს. როცა ვქარგავ ხშირად დროს ვერ გვრძნობ, ზოგჯერ ზამთარში ღამის 3 საათამდეც მიქარგია, თუ რთულ ნამუშევარს ვქარგავ ორი კვირა მჭირდება, მარტივს კი რამდენიმე დღეში ვამთავრებ“, – ამბობს იგი.

ნაქარგებს არ ყიდის. ამბობს, რომ ურჩევნია გააჩუქოს და ასე გაახაროს ახლობლები. „ერთი შემთხვევა მახსენდება ესტონელ ქალს მივყიდე მხოლოდ, დაქარგული ირმები მოეწონა. რუმენეთიდან ჩამოსულ ცოლ-ქმარს ვაჩუქე. ძირითადად ახლობლებს ვჩუქნი ნაქარგებს, არ მენანება, ბედნიერი ვარ როცა მათ უხარიათ“.

მიუხედავად, ბევრი ნამუშევრებისა, გამოფენა არასდროს ჰქონია. 80 წლის ასაკში, წელს პირველად იგეგმებოდა, მაგრამ პანდემიის გამო დროებით გადაიდო „თბილისში ფოლკლორის ცენტრში 8 მარტს უნდა გამოფენილიყო, ახალციხის უნივერსიტეტშიც ვგეგმავდით, მაგრამ პანდემიამ შეგვიშალა ხელი“.

ქარგვაში დახარჯული დრო არ მენანება – 80 წლის ხელოვანი ახალციხიდან [ფოტო]

ქარგვაში დახარჯული დრო არ მენანება – 80 წლის ხელოვანი ახალციხიდან [ფოტო]

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მაყვალა გულიაშვილი – ხელნაკეთი ნივთების ოსტატი ახალციხიდან [ფოტო]
‘ხატვა არის დრო, რომელიც არ მენანება’ - თვითნასწავლი მხატვარი აბასთუმნიდან [ფოტო]
მეეზოვის ცოცხი მკერავის მაკრატლის ნაცვლად
ფოტოპროექტი: ადამიანები ახალციხიდან  [Photo]
როცა სისუფთავე ცხოვრების წესია - 60 წლის მეეზოვე ახალციხიდან
გადარჩენილები და დაკარგულები - მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები
პატარა ხელოვანი